"კონცერტი არ მექნება...ჩემო კოლეგებო, ჩემსავით კონტრაქტის გარეშე არ დაგოიმდეთ" - კვირის პალიტრა

"კონცერტი არ მექნება...ჩემო კოლეგებო, ჩემსავით კონტრაქტის გარეშე არ დაგოიმდეთ"

მომღერალ სტეფანე მღებრიშვილს "შუაგულში" დაგეგმილი კონცერტი გაუუქმეს.

"დაგვიკავშირდა "შუაგული" და შევთანხმდით 13 აგვისტოზე. რეკლამები ჩაეშვა… მეც დავბუსტე… ეს რიცხვი აქტუალური არტისთვისთვის ზაფხულის ყველაზე მომგებიანი რიცხვია ზღვის სეზონზე. ამის გამო ძალიან მაგარი შემოთავაზეზები დავკარგე ( დამეთანხმებიან კლუბების მენეჯერები, რომლებთანაც ვერ შევთანხმდი ამ დღეზე) 14 ში უნდოდათ ბათუმში, რაზეც უარი ვთქვი, მეგონა ზედიზედ ესეთ შორ მანძილზე ვერ გავქაჩავდი კონცერტებს… მე ისედაც სეზონზე ორ კონცერტზე მეტს არ ვაკეთებ.

ხო და გუშინ დამირეკეს “შუაგულიდან” ვეღარ ვაკეთებთ კონცერტსო… ისაო, ესაო, მაგრამ ჩამოდი აქ ადგილზე უნდა დავილაპარაკოთო…

ბათუმუდან ჩამოვედი ძალიან დაღლილი და შუაგულში უნდა ჩავსულიყავი 40 კმ წინ და 40 კმ უკან…

იმდენად დაღლილი ვიყავი , დავურეკე რომ იქნებ გადაგვედო ჩასვლა, რადგან ძალიან შორს არის და მაინც ვაუქმებთ კინცერტს.

- არაო, გინდა თუ არა ჩამოდიო…

რაღაც წარმოუდგენელ ლაბირინთებში მივაგენი ძლივს და თურმე უარი პირისპირ უნდა ეთქვათ…

ჩემი პოსტი იმაზეა, ჩემო კოლეგებო , რომ ჩემსავით კონტრაქტის გარეშე არ დაგოიმდეთ, ნაცნობ ივენთ მენეჯერებთანაც კი…

რაც შეეხება მაგ ადგილს, არ გირჩევთ საქმიან ურთიერთობას.

ჩემთვისაც კარგი გამოცდილება კი მივიღე, მაგრამ მაღალ ფასად.

მოკლედ 13 ში “შუაგულში” კონცერტი არ მექნება და იმედია არც არასდროს მანდ არ მექნება.

ვისაც თიკეთზე გაქვთ ნაყიდი ბილეთები , მალე დაგიბრუნდებათ თანხა უკან" - წერს სტეფანე "ფეისბუქზე" (წყარო)