"სახლი გამიქურდეს!..ვაი თქვენი ბრალი!" - რა ინფორმაციას ავრცელებს ჟურნალისტი ეკა მიშველაძე? - კვირის პალიტრა

"სახლი გამიქურდეს!..ვაი თქვენი ბრალი!" - რა ინფორმაციას ავრცელებს ჟურნალისტი ეკა მიშველაძე?

"ტვპირველის" ჟურნალისტი ეკა მიშველაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქხლი გაუქურდეს.

"ეს რა ქვეყანაა! ეს სად ვცხოვრობთ?! სახლი გამიქურდეს! ამ წამს მოვედი და ღია დამხვდა! მთელი სახლი თავდაყირა! ეს რა მიზნით მოხდა მაგასაც გავიგებ იმედია და ვაი თქვენი ბრალი!

ერთი შეხედვით წაღებული არაფერია. ბოლომდე ვერ ვახერხებთ ჯერ დათვალიერებას, მიშაობენ ექსპერტები. მაგრამ, აქ საყურადღებო სხვა რამეა: ეს კი არის ჩემი მისამართი, მაგრამ ვცხოვრობ სხვაგან. აქ ცხოვრობს ჩემი შვილი ქმართან და პატარა შვილთან ერთად! ეჭვებს მიჩენს , რომ ეს შესაძლოა დაშინების მცდელობა იყოს! და თუ ასეა, მეტი სიმდაბლე არ არსებობს!!!'- წერს ტელეწამყვანი. (წყარო)