"ხელის შეშლა პირდაპირ ითარგმნება ადამიანების სიკვდილში!" - კულუმბეგოვი საპატრიარქოს მიმართავს - კვირის პალიტრა

"ხელის შეშლა პირდაპირ ითარგმნება ადამიანების სიკვდილში!" - კულუმბეგოვი საპატრიარქოს მიმართავს

ალერგოლოგ- იმუნოლოგი  ბიძინა კულუმბეგოვი საქართველოს საპატრიარქოს მიმართავს:

"სასულიერო პირების ერთმა ჯგუფმა დღეს ჩემი და ჩემი კოლეგების საქმიანობა შეადარა ნაცისტი ექიმის იოზეფ მენგელის ჩადენილ ქმედებებს. როგორც ბევრჯერ მოგვისმენია თქვენ არ ერევით ექიმების საქმეში, ამიტომ საპატრიარქოს ვთხოვ აღკვეთოს ჩვენს წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელიც უხეში ჩარევაა ჩვენს საექიმო და საგანმანათლებლო საქმიანობაში და ამ პროცესში ხელის შეშლა პირდაპირ ითარგმნება ადამიანების სიკვდილში!"- წერს "ფეისბუქზე" კულუმბეგოვი (წყარო)