"ახლა მაინც ხომ გჯერათ, ხალხო?!" - პაატა იმნაძის ორსული ქალიშვილი "ფაიზერის" მეორე დოზით პირდაპირ ეთერში აიცრა - კვირის პალიტრა

"ახლა მაინც ხომ გჯერათ, ხალხო?!" - პაატა იმნაძის ორსული ქალიშვილი "ფაიზერის" მეორე დოზით პირდაპირ ეთერში აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ორსული შვილი, ტატა იმნაძე “ფაიზერის” მეორე დოზით აიცრა. აცრამდე მისმა დამ, ლიზი იმნაძემ გადაწყვიტა, რომ ტელეფონის საშუალებით ლაივი ჩაერთო და საზოგადოებას პირდაპირ ეთერში თვალი ედევნებინა აცრის პროცესისთვის.

“ფაიზერის” პირველი დოზით აცრის შემდეგ, სოციალურ ქსელში ანტივაქსერები წერდნენ, რომ ქალი არც ორსულად ყოფილა და მითუმეტეს, არც "ფაიზერით" აცრილა, რადგან მათივე აზრით, პაატა იმნაძე შვილს ასე არ "გაიმეტებდა“. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ტატამ, რომ აცრა პირდაპირ ეთერში გაეკეთებინა.

"ახლა მაინც ხომ გჯერათ, ხალხო?!" - წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ვიდეოს კომენტარებში.

"წარმოიდგინეთ, ახლა ამდენი ხალხი რომ მოგვეყვანა აქ დაგვექირავებინა, აპარატურაც“ - ამბობს ხუმრობით ლაივის დროს ლიზი იმნაძე.

ცნობისთვის, პაატა იმნაძის მეორე ქალიშვილი, ლიზი იმნაძე ლუგარის ლაბორატორიაში მუშაობს და თავად "სინოფარმის" ორი დოზით არის აცრილი.

ambebi.ge