"დახედენ მიცვალებულს, იტირენ, მერე დაჯდნენ ზალაში. ე, ამის მერე იყო, მარგალიტას ვაჟი ოთახში შევიდა და... დედამისი საწოლზე წამომჯდარი დახვდა!"
"დახედენ მიცვალებულს, იტირენ, მერე დაჯდნენ ზალაში. ე, ამის მერე იყო, მარგალიტას ვაჟი ოთახში შევიდა და... დედამისი საწოლზე წამომჯდარი დახვდა!"
"კოვიდი" რომ არ იყოს, კაი ქეიფსაც მოვაწყობდით! ღმერთმა კიდო ასი წელიწადი გვიცოცხლოს მისი თავი!"

"პაწა" უცნაურობა რომ არა, ეს ამბავი დასაწერი არც იქნებოდა - დარჩებოდა 87 წლის გურული ქალბატონი ჩვეულებრივ პენსიონერად, რომელსაც, გარდა საკუთარი ოჯახისა, თავის წარმოჩენის სურვილი არსად არასოდეს ჰქონია. რად უნდა ახლა 87 წლის ოზურგეთელ მარგალიტა ბაღიშვილს, მასზე ჟურნალისტებმა წერონ?! მაგრამ თურმე ბედს ვერსად გაექცევი. მარგალიტა ბებოს ამბავი მთელ ქვეყანას ოდესმე მაინც უნდა გაეგო და ასეც მოხდა. მოკლედ,
ის ჯერ გარდაიცვალა, მერე კი... გაცოცხლდა! ამით, მართალია, ოჯახი ცოტა შეაშინა, მაგრამ, სამაგიეროდ, მერე უზომოდ გაახარა. რაც მთავარია, დაინახა, რომ შინ თურმე ძალიან უყვართ და ბევრი ცრემლიც ემეტებათ მისთვის. დღეს გურული კვაჭანტირაძეების ოჯახში დიდი სიხარულია. ღმერთმა აცოცხლოს და ადღეგრძელოს მარგალიტა! როგორც ყოველთვის, ის ისევ თავად
ამხნევებს ოჯახს - რა მოგივიდათ, თქვე გლახებო, პაწა თავს შეუძახეთ და გამხიარულდითო!. ამბავი კი ზუსტად ისე მოხდა, როგორც მარგალიტა ბებოს რძალი, მაია კვაჭანტირაძე ჰყვება:

- აბა, დალაგებულად რაფერ მოგიყვეთ, როდესაც ჯერ კიდე შოკში ვართ და ვერასგზობა ვერ გამოვსულვართ. ამიტომ პაწა თავიდან დევიწყებ ამ ამბავს... აგი სასწაული ამბავი ქალაქ ოზურგეთში კი მოხდა, მარა ჩვენ სინამდვილეში სოფელ გურიანთიდან ვართ. ჩემი დედამთილი, მარგალიტა, კაი ხანი არ მოგვყვებოდა გურიანთიდან - თავი გამანებეთ, ჩემს ეზო-კარში მინდა ყოფნაო, მარა მერე ფეხი მოიტეხა. დაწოლილს მე და ჩემი მული ვუვლით. იმ დღეს კი, აგი ამბავი რომ მოხდა, ჩემი მული იყო დედამისთან და კიღამ გაგიჟდა საწყალი. ჯერ დედა რომ გლახა მდგომარეობაში დეინახა, იმიზა გადირია - დედაჩემის ჯერ ფერი არ მომეწონა და "დედა-დედას" ყვირილი დავუწყე, რომ არ გამომეპასუხა, მერე პულსი გავუსინჯე და ვნახე, რომ აღარ ჰქონდა, ბოლოს კი სუნთქვაც შეწყვიტაო. ე, ამის მერე ატეხა საწყალმა ყვირილი, ხალხო, მომეხმარეთო!

- ანუ ჯერ მეზობლებმა გაიგეს და მერე ნათესავებმაც მარგალიტა ბებოს გარდაცვალება?
- კი, აბა, სხვანაირად რაფერ შეიძლებოდა?! მოცვივდა მთელი სანათესავოც. სოფელ ნატანებიდანაც კი ჩამოუვიდა ჩემს დედამთილს შვილიშვილები. დახედენ მიცვალებულს, იტირენ, მერე დაჯდნენ ზალაში და ილაპარაკენ, რაფერც ამ დროს ხდება ხოლმე. ე, ამის მერე იყო, მარგალიტას ვაჟი დედამისის ოთახში რომ შევიდა და... დედამისი საწოლზე წამომჯდარი დახვდა!

- წარმომიდგენია მისი მდგომარეობა!
- მაგის აღწერაც არ შეიძლება და მე რაფერ აღვწერო? კაცი ფერდაკარგული გამოვიდა ოთახიდან, დედაჩემი ცოცხალიაო! მერე კი გაბრაზდა, რა ამბავი ატეხეთო! ხომ წარმოგიდგენიათ, იქინე რა დატრიალდებოდა!

- თავად მარგალიტამ რა თქვა?
- მარგალიტას ერთხანს არაფერი ვუთხარით. როცა ვკითხეთ, რა მოგივიდაო, გვითხრა, რაცხა კი მესმოდა ჩემი შვილის შეცხადების ხმა, დედა-დედას რომ მიყვიროდა და მინდოდა დამეძახა, მაგრამ ვერ გავაგონებდი, საცხა შორს ვიყავი, უდაბნოშიო!

- ახლა როგორ არის?
- მშვენივრად. სულ ველაპარაკებით, კიდე რა ნახე იმ უდაბნოშიო, მარა არ ახსოვს. ისე, მერე ორი დღე სულ გაჩუმებული იყო. რაცხა მთელი ტანი მტეხს, გეგონება, ეს ჩემი ტანი არ არისო.

- თქვენ როგორ ხართ, ოჯახი?
- ჩვენ შოკიდან კაი ხანს ვერ გამოვალთ. ექიმებმა კი გვითხრეს, რა გაგიკვირდათ, მაგფერი ამბავი მარტო მარგალიტას კი არ მოსვლია, მედიცინაში არავის უკვირსო, მაგრამ ჩვენ მაინც სასწაული გვგონია. არა, მარგალიტა ცოცხალი რომ გვყავს, მაგი ამბავი ჩვენდა მაინც ყოლიფერს ცვლის - "კოვიდი" რომ არ იყოს, მაგიზა კაი ქეიფსაც მოვაწყობდით! ღმერთმა კიდო ასი წელიწადი გვიცოცხლოს მისი თავი!
ნია
28 სექტემბერი 2021 17:31
ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ

რუბრიკის სხვა სიახლეები
25-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
25-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
25-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები