"არ შე­იძ­ლე­ბა დე­დამ ნა­ხოს კად­რე­ბი რო­გორ ცხრი­ლა­ვენ შვილს!ნი­კოს დედა მოფ­რი­ნავს, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და" - რას წერს ნინო ზამ­ბა­ხი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში? - კვირის პალიტრა

"არ შე­იძ­ლე­ბა დე­დამ ნა­ხოს კად­რე­ბი რო­გორ ცხრი­ლა­ვენ შვილს!ნი­კოს დედა მოფ­რი­ნავს, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და" - რას წერს ნინო ზამ­ბა­ხი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში?

ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ვერაზე მოკლული ბიჭის დედამ შვილის ამბავი ტელევიზიით შეიტყო.

მისი ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას დედა საქართველოში არ იმყოფებოდა და ის სამშობლოსი ახლა ბრუნდება.

"უმორჩილესად გთხოვთ ყველა მედიას გაუფრთხილდეთ ერთმანეთს! მესმის რომ შეიძლება ექსკლუზივი იყოს მნიშვნელოვანი, მესმის რომ შეიძლება არ ენდობოდეთ გამოძიებას, მესმის რომ გინდათ გააშუქოთ რაც ხდება ქვეყანაში მაგრამ: "არ შეიძლება დედამ ნახოს კადრები როგორ ცხრილავენ შვილს! არ შეიძლება დედამ გაიგოს ტელევიზიიდან მისი შვილს გარდაცვალების ამბავი არაა!!!

წარმოიდგინეთ თქვენი თავი მშობლების ადგილას და მხოლოდ ასე იმოქმედეთ, გემუდარებით! ნიკოს დედამ ასე გაიგო მისი ნიკოს გარდაცვალება და ახლა მოფრინავს რადგან საქართველოში არ იმყოფებოდა" - წერს ნინო ზამბახიძე (წყარო)