ნიკა ნარსიამ ქუთაისის მერიასთან მინის ბოცა მიიტანა და დაამსხვრია - კვირის პალიტრა

ნიკა ნარსიამ ქუთაისის მერიასთან მინის ბოცა მიიტანა და დაამსხვრია

ქუთაისში ერთიანი ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა ნარსიამ ქუთაისის მერიასთან მინის ბოცა მიიტანა და დაამსხვრია. ნარსიას თქმით, ქუთაისის მოქმედი მერი, რომელიც ამავე დროს მერობის სახელისუფლებო კანდიდატია, სუს-თან თანამშრომლობს და მისი კოდური სიტყვაა "ბოცა".

ნიკა ნარსიამ ქალაქის მერიასთან მიტანილი მინის ჭურჭელი დაამსხვრია და აღნიშნა, რომ როგორც ეს ბოცა დაიმსხვრა, ასე განადგურდება "ქართული ოცნების" მმართველობა. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.