სოციალურ ქსელებში გაჩნდა ინფორმაციები, რომ ზოგიერთმა ადამიანმა საქართველოში უკვე გაიკეთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზა. ამ სიახლეს მაშინვე მოჰყვა კომენტარებიც, რომელშიც მოქალაქეები უფრო დეტალურ ინფორმაციას ითხოვდნენ აღნიშნულთან დაკავშირებით და კითხულობენ - როდის, ორი აცრიდან რამდენ ხანში შეიძლება აიცრან მესამედ?ambebi.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს პაატა იმნაძეს დაუკავშირდა.პაატა იმნაძე:- მესამე აცრა საქართველოში მხოლოდ მათ გაუკეთდათ, ვინც მიდის საზღვარგარეთ სასწავლებლად ან სამკურნალოდ, ოღონდ ამ ადამიანებს ბუსტერს არ უკეთებენ. უბრალოდ, ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც არ ცნობენ სინოფარმს, ამ ვაქცინით აცრილ ადამიანებს, - რომლებიც სასწავლებლად ან სამკურნალოდ მიდიან, ძირითადად გერმანიაზეა ლაპარაკი, - იმუნიზაციის საბჭოს ნებართვით, მიეცათ უფლება, რომ გაიკეთონ ფაიზერი, რათა წავიდნენ საზღვარგარეთ.- ამისთვის დარეგისტრირება როგორ ხდება?- სამინისტროში იწერება განცხადება, რომელსაც აუცილებლად უნდა მოაყოლონ ოფიციალური ქაღალდი, რომ ამის გარეშე არ შეუშვებენ ქვეყანაში, სადაც მიდიან.- დიდი ხანია ეს მოქმედებს?- ეს მოქმედებს ზაფხულიდან. ბუსტერ დოზის გაკეთება ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ დაიწყო, სადაც გავიდა 8 თვე ორჯერადად აცრიდან. განაგრძეთ კითხვა