"კოვიდგადატანილების იმუნიტეტი ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე ვაქცინირებულების" - რას წერს ლევან რატიანი
"კოვიდგადატანილების იმუნიტეტი ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე ვაქცინირებულების" - რას წერს ლევან რატიანი
თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი ლე­ვან რა­ტი­ა­ნი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"იმე­დია მალე და­ვა­მარ­ცხებთ პან­დე­მი­ას! მალე ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა პო­პუ­ლა­ცი­უ­რი იმუ­ნი­ტე­ტი! ამის სა­ფუძ­ვე­ლი ბი­ო­ლო­გი­ის კა­ნო­ნია, რაც არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს! იმუ­ნი­ტე­ტი პო­პუ­ლა­ცი­უ­რი ჩა­მო­ყა­ლი­ბის ფაქ­ტო­რე­ბია: გა­და­ტა­ნი­ლი ინ­ფექ­ცი­ის შე­დე­გად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი იმუ­ნუ­რი სტა­ტუ­სი და უსაფრ­თხო ვაქ­ცი­ნა­ცია! ამის დას­ტუ­რი სი­ცო­ცხლის შემ­სწავ­ლე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის კვლე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც გვაჩ­ვე­ნებს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­და­ი­ტა­ნეს კო­ვიდ 19 და გა­მო­ჯან­მრთელ­დნენ, 7-8 თვე და შე­საძ­ლე­ბე­ლია ათწლე­უ­ლე­ბი ან მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზეც კი
ინარ­ჩუ­ნებ­დნენ მყარ იმუ­ნი­ტეტს SARS-CoV-2-2 ის მი­მართ.

და­ა­ვა­დე­ბის შე­დე­გად გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გარ­კვე­უ­ლი თვე­ე­ბის გას­ვლის შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლია მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცირ­დეს, მაგ­რამ T და B უჯრე­დე­ბი იმახ­სოვ­რე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­Tხვე­ვა­ში და­უ­ყოვ­ნებ­ლივ წარ­მოქ­მნი­ან ახალ ან­ტის­ხე­უ­ლებს ორ­გა­ნიზმს თუ კვლავ შე­ხე­ბა მო­უხ­და ამ ვირუს­თან. ის­რა­ელ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლე­ბის იმუ­ნი­ტე­ტი
ბევ­რად უფრო ძლი­ე­რია ვიდ­რე ვიდ­რე ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლე­ბის. მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, Pfizer-BioNTech- ით სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დელ­ტა შტა­მით ინ­ფი­ცი­რე­ბის შან­სი 6 - ჯერ მა­ღა­ლი იყო ვიდ­რე მათი, ვინც იმუ­ნი­ტე­ტი ბუ­ნებ­რი­ვად გა­მო­ი­მუ­შა­ვა. ის ფაქ­ტი, რომ კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლე­ბის აც­რის შემ­დეგ მათი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­იზ­რდე­ბა ამას დიდი მტკი­ცე­ბა და ექ­სპე­რი­მენ­ტი არ სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ამ გზით გაზ­რდი­ლი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არა­ნა­ირ კლი­ნი­კურ სარ­გე­ბელს არ იძ­ლე­ვა და რაც მთა­ვა­რია, უნდა გვახ­სოვ­დეს რის­კი­სა და სარ­გებ­ლის თა­ნა­ფარ­დო­ბა. არ ქა­ო­სი! სიმ­შვი­დით, სიყ­ვა­რუ­ლით და გვერ­თში დგო­მით გა­დავ­რჩე­ბით! ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ! აუ­ცი­ლებ­ლად გა­დავ­რჩე­ბით!" - წერს ლე­ვან რა­ტი­ა­ნი.
maia
17 სექტემბერი 2021 13:33
ანუ, გამოდის, რომ უფრო ვაზარალე ჩემი ორგანიზმი აცრით ხომ? თუ გაცილებით მეტი სარგებელი ბუნებრივ იმუნიტეტს მოაქვს ჩემთვის, ვეღარ გავიგე ვერაფერი

რუბრიკის სხვა სიახლეები
25-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
25-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
25-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები