"კობახიძისგან გასაკვირი არ არის, მაგრამ ის, რომ ადამიანის მიმართ არაფერია დამტკიცებული და აბრალებ, რომ "კოკაინშიკია", შეურაცხმყოფელია" - კვირის პალიტრა

"კობახიძისგან გასაკვირი არ არის, მაგრამ ის, რომ ადამიანის მიმართ არაფერია დამტკიცებული და აბრალებ, რომ "კოკაინშიკია", შეურაცხმყოფელია"

ის, რომ ადამიანის მიმართ არაფერია დამტკიცებული და აბრალებ, რომ "კოკაინშიკია", რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, გახარიას საქმე აქამდე არ უნდა მიეყვანა, სალაპარაკო არ უნდა გაეხადა, რადგან როცა კალაძემ კამპანია დაიწყო, გასაგები იყო, რომ გახარიასკენ იყო მიმართული.

"ირაკლი კობახიძისგან გასაკვირი არ არის. გახარიას ადგილას რომ ვყოფილიყავ, ამ საქმეს ასეთ სალაპარაკოს არ გავხდიდი, წავიდოდი და ანალიზს ჩავაბარებდი სამხარაულის ბიუროში თუ ევროპაში, რათა მეჩვენებინა, რომ წამოწყებულია უაზრო კამპანია", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას "ვიღაც კოკაინშიკი" უწოდა.