"ფრთხილი მშობლების სახელით გთხოვთ, ამ სემესტრში მაინც, დატოვოთ სწავლების ჰიბრიდული მოდელი... ჰკითხეთ ბავშვთა საავადმყოფოებში კოვიდით მოთავსებული პატარების მშობლებს" - კვირის პალიტრა

"ფრთხილი მშობლების სახელით გთხოვთ, ამ სემესტრში მაინც, დატოვოთ სწავლების ჰიბრიდული მოდელი... ჰკითხეთ ბავშვთა საავადმყოფოებში კოვიდით მოთავსებული პატარების მშობლებს"

ყოფილი ტელეწამყვანი და მთარგმნელი თეა გვასალია 4 ოქტომბერს საკლასო ოთახებში სწავლის შესაძლო დაწყებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"დღეიდან 4 ოქტომბრამდე რომ კოვიდ-სტატისტიკა რადიკალურად არ შეიცვლება, ცხადია. შეიძლება ცოტა უკეთესობა ან პირიქით, ცოტა უარესობა იყოს. ამიტომ, ძვირფასო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ფრთხილი მშობლების სახელით გთხოვთ, ამ სემესტრში მაინც, დატოვოთ სწავლების ჰიბრიდული მოდელი. ანუ, ვისაც გვეშინია ამ ოხერი ვირუსის, ონლაინ ვასწავლით შვილებს, ჩვენზე გაბედულები გაუშვებენ ბავშვებს სკოლაში. ნაკლებ ბავშვში ხომ გადადების შანსიც ნაკლებია. ეს მოდელი არანაირ ზედმეტ ხარჯს და მასწავლებლების ზედმეტ დატვირთვას არ მოითხოვს. შარშანაც

ასე იყო, ნაწილი ბავშვების იჯდა კლასში, მასწავლებელს წინ კომპიუტერი ედო და ერთნაირად უხსნიდა მასალას კლასში და სახლში მყოფებს. თუ ვინმეს ესმის სწავლის და განათლების ფასი, მერწმუნეთ, ერთ-ერთი პირველი მე ვარ, მაგრამ როცა საქმე ბავშვების ჯანმრთელობას ეხება, სხვა ყველაფერი უფასურდება, თუ არა, ჰკითხეთ ბავშვთა საავადმყოფოებში კოვიდით მოთავსებული პატარების მშობლებს. სწავლების ეს მოდელი, ჯერ კიდევ ზაფხულში დააანონსა მინისტრმა და იმედი მაქვს, არ შეცვლის გადაწყვეტილებას".