იგოეთი-ნატახტარის მონაკვეთზე, ზუგდიდიდან თბილისისკენ მოძრავი მიკროავტობუსი გადაბრუნდა - არიან დაშავებულები - კვირის პალიტრა

იგოეთი-ნატახტარის მონაკვეთზე, ზუგდიდიდან თბილისისკენ მოძრავი მიკროავტობუსი გადაბრუნდა - არიან დაშავებულები

რამდენიმე წუთის წინ იგოეთი-ნატახტარის მონაკვეთზე, ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსი გადაბრუნდა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ავარიის შედეგად 10-ზე მეტი მგზავრია დაშავებული. არის თუ არა მსხვერპლიც, ჯერჯერობით უცნობია.

ადილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები, სპატრულო პოლიცია და მაშველები იმყოფებიან.

შემთხვევის შედეგად მიღებული სხვადასხვა ხარისხის დაზიანებით, მგზავრები სასწრაფო დახმარების ბრიგადებს კლინიკებში გადაჰყავთ.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი.

შემთხვევის გამო ავტობანის აღნიშნულ მონაკვეთზე შეფერხებულია მოძრაობა და საპატრულო პოლიცია სატრანსპორტო საშუალებების ნაკადის მოძრაობის დარეგულირებას ცდილობს.