"დავის დასრულების მზაობა ჩვენგან სულ იყო - ვგრძნობ ბედნიერებას, ეიფორიას, ყველაფერს კარგს"
"დავის დასრულების მზაობა ჩვენგან სულ იყო - ვგრძნობ ბედნიერებას, ეიფორიას, ყველაფერს კარგს"
"ვგრძნობ ბედნიერებას, ეიფორიას, ყველაფერ კარგს", - ამის შესახებ "ცენტრ პოინტის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გუკა რჩეულიშვილმა ჟურნალისტებს ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა, სადაც რამდენიმე წუთში "ცენტრ პონტის" დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს.

მისი თქმით, კომპანია "ცენტრ პოინტს" მუდმივად ჰქონდა მზაობა, დასრულებულიყო დავა კომპანიასა და დაზარალებულება შორის.

"დავის დასრულების მზაობა ჩვენგან სულ იყო, საკმაოდ რთული ბიუროკრატიული პროცესი იყო. საბოლოოდ, მერიამ დიდი სამუშაო შეასრულა", - განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.

ცნობისთვის, "ცენტრ პოინტის" საქმეზე "მიონის"
ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული. კომპანია "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს მაია რჩეულიშვილს თანხების მითვისებასა და გაფლანგვაში ედებოდა ბრალი. საქმე რამდენიმე ეპიზოდს, მათ შორის, "მაგნოლიას" ეპიზოდსაც მოიცავდა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
25-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
25-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
25-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები