ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ორსულების კორონავირუსით დაინფიცირების რიცხვი მნიშვნელოვნად არის შემცირებული - კვირის პალიტრა

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ორსულების კორონავირუსით დაინფიცირების რიცხვი მნიშვნელოვნად არის შემცირებული

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ორსულების კორონავირუსით დაინფიცირების რიცხვი მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ჰოსპიტალში მყოფი ორსულების მკურნალობის პროცესში ყველა წამყვანი სპეციალისტია ჩართული.

"ორსულებში ინფიცირება მნიშვნელოვნად არის შემცირებული. აღსანიშნავია, რომ ორსულები, რომლებიც ჰოსპიტალში ყურადღებას საჭიროებენ, მათი მდგომარეობა არის საყურადღებო და ჩართულია ყველა წამყვანი სპეციალისტი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის",-განაცხადა ტიკარაძემ.

მისი თქმით, ზოგადად, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის კლება აღინიშნება და ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის მხრიდან რეგულაციების დაცვა.

"სწორედ ამიტომ, ამ ეტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების მეტი მობილიზაცია და მეტი სოლიდარობა იმ რეგულაციების მიმართ, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არის მოწოდებული", - განაცხადა ტიკარაძემ.