"ბოდიშს ვუხდი ყველას, რომ ამდენი ხანი დაგვიანდა, უდიდესი მადლობა მერიას და დიდება უფალს, რომ დამთავრდა"
"ბოდიშს ვუხდი ყველას, რომ ამდენი ხანი დაგვიანდა, უდიდესი მადლობა მერიას და დიდება უფალს, რომ დამთავრდა"
პირველ რიგში, ყველას ვუხდი ბოდიშს, რომ ამდენი ხანი დაგვიანდა. მეორე - უდიდესი მადლობა მერიას, რომელიც გვერდით დაგვიდგა და დიდება უფალს, რომ დამთავრდა, - ამის შესახებ "ცენტრ პოინტ ჯგუფის" საქმეზე მსჯავრდებულმა მაია რჩეულიშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, 5 დიდი ობიექტია დასასრულებელი, დანარჩენზე კი სარემონტო სამუშაოები მიდის.

"ახლა ინვესტორებს გადაეცათ შპს-ები და დარწმუნებული ვარ, მერიის ზედამხედველობის ფარგლებში ყველაფერი დასრულდება. 5 დიდი ობიექტია დასასრულებელი და დანარჩენი სარემონტო ობიექტებზე მიდის დამამთავრებელი სამუშაოები.
მთავარია, რომ თვითონ ამ საქმის კურაცია აიღო მერიამ და მერია არის ზედამხედველი, რომელიც არის ამ საქმის
დასრულების გარანტორი. ციხიდან ჩვეულებრივად ვმუშაობდი, როგორც ბიზნესმენი, ინვესტორებისთვის გადასაცემ დოკუმენტაციაზე. რაც შეეხება საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხს, საპროცესო გაფორმდა "მიონის" ობიექტზე. "მიონის" ობიექტის დასამთავრებელი სამუშაოები ახლა მიმდინარეობს. გრაფიკიც აქვთ მშენებლობის და აქედან გამომდინარე, ისინი ადევნებენ თვალყურს პროექტის დასრულებას",- განაცხადა რჩეულიშვილმა.

ცნობისთვის, "ცენტრ პოინტ ჯგუფის" საქმეზე მსჯავრდებულმა მაია რჩეულიშვილმა ქალთა მე-5 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მას ციხესთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. მაია რჩეულიშვილსა და ბრალდების მხარეს შორის საპროცესო შეთანხმება დღეს გაფორმდა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
25-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
25-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
25-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები