"ჩატარებული ნარკოტესტი ნათელს მოჰფენს, არის თუ არა გიორგი გახარია ნარკომომხმარებელი" - კვირის პალიტრა

"ჩატარებული ნარკოტესტი ნათელს მოჰფენს, არის თუ არა გიორგი გახარია ნარკომომხმარებელი"

"ალბათ, ჩატარებული ნარკოტესტი, რომლის შესახებაც მან დააანონსა, ამას ნათელს მოჰფენს, არის თუ არა ის ნარკომომხმარებელი", - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების კითხვას, აქვს თუ არა მას რაიმე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "საქართველოსთვის თავმჯდომარე" გიორგი გახარია ნარკომომხმარებელი იყოს.

"ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ალბათ, ჩატარებული ნარკოტესტი, რომლის შესახებაც მან დააანონსა, ამას ნათელს მოჰფენს, არის თუ არა ის ნარკომომხმარებელი", - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ ნარკოტესტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ავსტრიაში ჩაიტარა. მისი თქმით, საქართველოში, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მის მიმართ გარკვეული პროვოკაცია მზადდებოდა.