"ვერ დაელოდა, მის გარეშე ვერ იცოცხლა. ჰოდა, ვახოს ვულოცავ პირველ რიგში" - რას წერს ნინო დარასელი მაია რჩეულიშვილის გათავისუფლების შემდეგ - კვირის პალიტრა

"ვერ დაელოდა, მის გარეშე ვერ იცოცხლა. ჰოდა, ვახოს ვულოცავ პირველ რიგში" - რას წერს ნინო დარასელი მაია რჩეულიშვილის გათავისუფლების შემდეგ

ჟურნალისტი ნინო დარასელი დეიდის, მაია რჩეულიშვილის გათავისუფლებას "ფეისბუქზე" ეხმიანება:

"ყველაზე მეტად ვინც ელოდა.. ვახტანგ რჩეულიშვილი, ვერ დაელოდა, მის გარეშე ვერ იცოცხლა. ჰოდა, ვახოს ვულოცავ პირველ რიგში.

სხვებმა კი 5 წლის წინ ჩავისუნთქეთ და მას მერე მხოლოდ დღეს ამოვისუნთქეთ ჩემი ყველაზე კარგი, ყველაზე კეთილი, ყველას მაგივრად ვალმოხდილი მაია თავისუფალია", - წერს ნინო დარასელი.

ცნობისთვის, "ცენტრ პოინტ ჯგუფის" საქმეზე მსჯავრდებულმა მაია რჩეულიშვილმა ქალთა მე-5 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მას ციხესთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. მაია რჩეულიშვილსა და ბრალდების მხარეს შორის საპროცესო შეთანხმება დღეს გაფორმდა.