"შევხვდი პატრიარქსაც, მივიღეთ ერთად ასეთი გადაწყვეტილება" - სერგო ვარდოსანიძე რექტორობიდან წავიდა: რა სახელდება მიზეზად
"შევხვდი პატრიარქსაც, მივიღეთ ერთად ასეთი გადაწყვეტილება" - სერგო ვარდოსანიძე რექტორობიდან წავიდა: რა სახელდება მიზეზად
"შევხვდი პატრიარქსაც, მივიღეთ ერთად ასეთი გადაწყვეტილება" - სერგო ვარდოსანიძე რექტორობიდან წავიდა: მიზეზად მეუფე იაკობის "ხედვებთან შეუთავსებლობა" სახელდება

რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს წმი­და ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის აწ უკვე ყო­ფილ­მა რექ­ტორ­მა, პრო­ფე­სორ­მა სერ­გო ვარ­დო­სა­ნი­ძემ 11-წლი­ა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დას­რუ­ლა და თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა. ეს ინ­ფორ­მა­ცია "მსოფ­ლიო სა­ეკ­ლე­სიო სი­ახ­ლე­ნის" "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე" დღეს გა­მოქ­ვეყ­ნდა.

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს წმი­და ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი სერ­გო ვარ­დო­სა­ნი­ძე ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­დად­გა და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან.

2021 წლის 16 სექ­ტემ­ბერს
სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის სერ­გო ვარ­დო­სა­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბა გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ, რომ­ლი­თაც პრო­ფე­სორ­მა სერ­გო ვარ­დო­სა­ნი­ძემ მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ლი­სის თვის მი­წუ­რულს მი­მარ­თა კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვე­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა სერ­გო ვარ­დო­სა­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბა ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ და რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, 16
სექ­ტემ­ბერს გა­მოს­ცა შე­სა­ბა­მი­სი ბრძა­ნე­ბა.

ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რის, პრო­ფე­სორ სერ­გო ვარ­დო­სა­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის­თვის რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მის გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თვის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წარ­მო­მად­გენ­ლის, ბოდ­ბე­ლი მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის ია­კო­ბის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო მმარ­თვე­ლო­ბის ხედ­ვებ­თან შე­უ­თავ­სებ­ლო­ბა.

ინ­ფორ­მა­ცია წმი­და ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის სერ­გო ვარ­დო­სა­ნი­ძის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

"გვსურს, უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ხე­ლით, ბა­ტონ სერ­გო ვარ­დო­სა­ნი­ძეს გა­და­ვუ­ხა­დოთ მად­ლო­ბა გა­წე­უ­ლი შრო­მის­თვის და ვუ­სურ­ვოთ წარ­მა­ტე­ბა", - ვკი­თხუ­ლობთ უნი­ვერ­სი­ტე­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში.

პრო­ფე­სო­რი სერ­გო ვარ­დო­სა­ნი­ძე თერ­თმე­ტი წლის მან­ძილ­ზე, 2010 წლი­დან გახ­ლდათ ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი. 2018 წლის 31 იან­ვარს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ უვა­დო რექ­ტო­რად და­ნიშ­ნა სერ­გო ვარ­დო­სა­ნი­ძე.

პრო­ფე­სორ სერ­გო ვარ­დო­სა­ნი­ძის რექ­ტო­რო­ბი­სას სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს წმი­და ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თულ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა მი­აღ­წია მრა­ვალ წარ­მა­ტე­ბა­სა და წინსვლას და დამ­კვიდ­რდა, რო­გორც ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი ქარ­თულ უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რცე­ში", - ვკი­თხუ­ლობთ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ambebi.ge ამ სა­კი­თხზე ბა­ტონ სერ­გოს და­ვუ­კავ­შირ­და. განაგრძეთ კითხვა
ზვიად წოწორია
17 სექტემბერი 2021 16:41
აბა დაველოდოთ როგორ გააგრძელებს უნივერსიტეტი საქმიანობას !!!

რუბრიკის სხვა სიახლეები