"შევხვდი პატრიარქსაც, მივიღეთ ერთად ასეთი გადაწყვეტილება" - სერგო ვარდოსანიძე რექტორობიდან წავიდა: რა სახელდება მიზეზად - კვირის პალიტრა

"შევხვდი პატრიარქსაც, მივიღეთ ერთად ასეთი გადაწყვეტილება" - სერგო ვარდოსანიძე რექტორობიდან წავიდა: რა სახელდება მიზეზად

"შევხვდი პატრიარქსაც, მივიღეთ ერთად ასეთი გადაწყვეტილება" - სერგო ვარდოსანიძე რექტორობიდან წავიდა: მიზეზად მეუფე იაკობის "ხედვებთან შეუთავსებლობა" სახელდება

როგორც ცნობილი ხდება, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის აწ უკვე ყოფილმა რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ 11-წლიანი საქმიანობა უნივერსიტეტში დასრულა და თანამდებობიდან გადადგა. ეს ინფორმაცია "მსოფლიო საეკლესიო სიახლენის" "ფეისბუქგვერდზე" დღეს გამოქვეყნდა.

"საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე ოფიციალურად გადადგა დაკავებული თანამდებობიდან.

2021 წლის 16 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დააკმაყოფილა ქართული უნივერსიტეტის რექტორის სერგო ვარდოსანიძის განცხადება გადადგომის შესახებ, რომლითაც პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ მიმდინარე წლის ივლისის თვის მიწურულს მიმართა კათოლიკოს-პატრიარქს. დაახლოებით ერთი თვენახევრის განმავლობაში კათოლიკოს-პატრიარქმა არ დააკმაყოფილა სერგო ვარდოსანიძის განცხადება ქართული უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ და როგორც აღვნიშნეთ, 16 სექტემბერს გამოსცა შესაბამისი ბრძანება.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ სერგო ვარდოსანიძის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის რექტორის თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით მიმართვის საფუძველი გახდა ქართულ უნივერსიტეტში კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, ბოდბელი მთავარეპისკოპოსის იაკობის საუნივერსიტეტო მმართველობის ხედვებთან შეუთავსებლობა.

ინფორმაცია წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორის სერგო ვარდოსანიძის ოფიციალური გადადგომის შესახებ ქართული უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

"გვსურს, უნივერსიტეტის სახელით, ბატონ სერგო ვარდოსანიძეს გადავუხადოთ მადლობა გაწეული შრომისთვის და ვუსურვოთ წარმატება", - ვკითხულობთ უნივერსიტეტის განცხადებაში.

პროფესორი სერგო ვარდოსანიძე თერთმეტი წლის მანძილზე, 2010 წლიდან გახლდათ ქართული უნივერსიტეტის რექტორი. 2018 წლის 31 იანვარს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ უვადო რექტორად დანიშნა სერგო ვარდოსანიძე.

პროფესორ სერგო ვარდოსანიძის რექტორობისას საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა მიაღწია მრავალ წარმატებასა და წინსვლას და დამკვიდრდა, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული უმაღლესი სასწავლებელი ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ambebi.ge ამ საკითხზე ბატონ სერგოს დავუკავშირდა. განაგრძეთ კითხვა