"ვიცი, რომ ეჭვმიტანილის ოჯახი მკვდარია..." - რას ჰყვება ნიკა კვარცხელიას მკვლელობის სავარაუდო ბრალდებულის ახლობელი?
"ვიცი, რომ ეჭვმიტანილის  ოჯახი მკვდარია..." - რას ჰყვება ნიკა კვარცხელიას მკვლელობის სავარაუდო ბრალდებულის ახლობელი?
არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ვე­რა­ზე მომ­ხდარ 22 წლის ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ჰყავს და ერთი მათ­გა­ნი ა.ჭ. და­ა­კა­ვეს კი­დეც, თუმ­ცა შსს-ში ამას ჯერ­ჯე­რო­ბით არ ადას­ტუ­რო­ე­ბენ. ასე­ვე არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი კო­დო­რის ხე­ო­ბის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რის - ივე­რი ჭე­ლი­ძის ნა­თე­სა­ვის, ჯ. ჭ.-ს 21 წლის ვა­ჟია.

ambebi.ge ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბა­ში სა­ვა­რა­უ­დო ბრალ­დე­ბუ­ლის ახ­ლო­ბელს ესა­უბ­რა:

"ერთ-ერ­თმა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტომ და­წე­რა, რომ თით­ქოს ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი კო­დო­რის ხე­ო­ბის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რის, ივე­რი ჭე­ლი­ძის ძმის შვი­ლიშ­ვი­ლია. ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის მა­მის ბა­ბუა
და ივე­რის ბა­ბუ­ის მამა ძმე­ბი იყ­ვნენ, ანუ მე­ექ­ვსე თა­ო­ბის ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან. მათი გვა­რი უშ­გუ­ლი­და­ნაა წარ­მო­შო­ბით. მა­ინც და მა­ინც ივე­რის მი­ა­წე­რეს...

ნა­თე­სა­ვე­ბი რო­გორ არ არი­ან, რაც უნდა მოხ­დეს ქვე­ყა­ნა­ზე, გვარს და ნა­თე­სავს რო­გორ და­კარ­გავ, მაგ­რამ მათ ისე­თი ახლო ნა­თე­სა­ო­ბა არ აქვთ. მთე­ლი გვა­რი და­ზაფ­რუ­ლია მომ­ხდა­რით, ასე­თი
შე­სა­ნიშ­ნა­ვი ახალ­გაზ­რდის მკვლე­ლო­ბით. ეგ ბავ­შვი (მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი), მე პი­რა­დად, თვა­ლი­თაც არ მი­ნა­ხავს, მას­ზე ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, არც მის და­კა­ვე­ბა­ზე ვიცი არა­ფე­რი. არ ვი­ცით, და­ა­კა­ვეს თუ არა ეს ბავ­შვი, არც ღირს მო­სა­კი­თხად ეს საქ­მე, ცუდი არც ჩვე­ნი გვინ­და, არც - სხვი­სი. ერ­თა­დერ­თი ის ვიცი, რომ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის ოჯა­ხი მკვდა­რია, მათ­თვის ეს მოწ­მენ­დილ ცაზე მე­ხის გა­ვარ­დნა და დიდი უბე­დუ­რე­ბაა. ჩვენს გვარ­ში მსგავ­სი სი­სა­ძაგ­ლე სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ვის ჩა­უ­დე­ნია. ახლა ყვე­ლა იმა­ზე ვოც­ნე­ბობთ, ნეტა ჭორი იყოს და არა - სი­მარ­თლე. ამ­ხე­ლა მძი­მე ცოდ­ვა გვარს არ შე­ა­წუ­ხებს? სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს არა­ფე­რი შე­ეშ­ლე­ბათ, იმე­დია, სი­მარ­თლე დად­გინ­დე­ბა. მარ­თლა არა­ვინ იცის, რა და რა­ტომ მოხ­და. ნა­თე­სავ­მა და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან ოჯახ­ში და სა­ერ­თოდ არ იცი­ან, რის გამო, ან ვის გამო მოხ­და ეს სა­ში­ნე­ლე­ბა. მოგ­ვა­რე ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი არ ჩანს, თუ მარ­თლა მან ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი, სახ­ლში რო­გორ მი­ვი­დო­და... ეს მთე­ლი გვა­რის­თვი­საც ცუ­დია და ოჯა­ხის­თვის, მით უმე­ტეს. თან, რომ იცო­დეთ, რო­გო­რი კარ­გი ოჯა­ხია. ძა­ლი­ან გულ­ნატ­კე­ნე­ბი და და­ზაფ­რუ­ლე­ბი ვართ ჭე­ლი­ძე­ე­ბი. უსა­შინ­ლე­სი ფაქ­ტი მოხ­და".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
25-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
25-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
25-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები