ჯანმომ რუსული ვაქცინის Sputnik V-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა - კვირის პალიტრა

ჯანმომ რუსული ვაქცინის Sputnik V-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ​კორონავირუსის ვაქცინა Sputnik V-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა.

როგორც ორგანიზაცია განმარტავს, პროცესი იქამდე იქნება შეჩერებული, ვიდრე სულ მცირე ერთი რუსული ქარხნის თავიდან შემოწმება არ მოხდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ფილიალის პრეს-ბრიფინგზე, დირექტორის თანაშემწემ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნა საგანგებო ავტორიზაციისთვის შეჩერებულია მას შემდეგ, რაც რუსეთში რამდენიმე საწარმოო დარღვევა გამოვლინდა ჯანმო-ს შემოწმებისას.