ქართველი ჰალკი და თეა წულუკიანი - რა ინფორმაციას ავრცელებს სპორტის სამინისტრო მკლავჭიდელებისა და მინისტრის შეხვედრაზე
ქართველი ჰალკი და თეა წულუკიანი - რა ინფორმაციას ავრცელებს სპორტის სამინისტრო მკლავჭიდელებისა და მინისტრის შეხვედრაზე
კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი ცნო­ბილ ქარ­თველ მკლავ­ჭი­დე­ლებს შეხ­ვდა და წარ­მა­ტე­ბე­ბი მი­უ­ლო­ცა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­მი­ნის­ტრო "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ავ­რცე­ლებს.

"სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე სოსო გი­ორ­გა­ძეს­თან ერ­თად ცნო­ბილ ქარ­თველ მკლავ­ჭი­დე­ლებს, ლე­ვან სა­გი­ნაშ­ვილ­სა და ირაკ­ლი ზი­რა­ქაშ­ვილს შეხ­ვდა. მი­ნის­ტრმა მკლავ­ჭი­დე­ლებს სპორ­ტუ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბი მი­უ­ლო­ცა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მკლავ­ჭი­დის სფე­რო­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­სა და გა­მოწ­ვე­ვებ­ზე ესა­უბ­რა და სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან მხარ­და­ჭე­რა აღუთ­ქვა.

შე­გახ­სე­ნებთ, ლე­ვან სა­გი­ნაშ­ვი­ლი არის შვიდგზის მსოფ­ლი­ოს და ექ­ვსგზის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი
მკლავ­ჭიდ­ში, ამ­ჟა­მად ას­პა­რე­ზობს "PAL" (Professional Armwrestling League) ფე­დე­რა­ცი­ის სა­ხე­ლით. სა­გი­ნაშ­ვი­ლი ტურ­ნი­რის "ტოპ 8 მკლავ­ჭი­დე­ლი" ჩემ­პი­ო­ნი 2019 წელს გახ­და, რო­დე­საც ფი­ნალ­ში რუ­სე­თის სა­ხე­ლით მო­ას­პა­რე­ზე ვი­ტა­ლი ლა­ლე­ტი­ნი 6:0 და­ა­მარ­ცხა. სპორ­ტსმე­ნი წელს უკვე მე­ო­რედ იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას აღ­ნიშ­ნულ ტურ­ნირ­ში. ამ­ჯე­რად, მიმ­დი­ნა­რე წლის 5 სექ­ტემ­ბერს სა­გი­ნაშ­ვილ­მა ამე­რი­კე­ლი მე­ტო­ქე, დეივ ჩაფი,
6:0 და­ა­მარ­ცხა და ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში გა­და­ვი­და. რაც შე­ე­ხე­ბა ირაკ­ლი ზი­რა­ქაშ­ვილს, მან ამა­ვე ტურ­ნი­რის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტაპ­ზე მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ბა. 95 კი­ლოგ­რამ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში შე­ჯიბ­რი პირ­ვე­ლად გა­ი­მარ­თა და ზი­რა­ქაშ­ვილ­მა ამე­რი­კე­ლი დე­ვიდ მო­სიე და­ა­მარ­ცხა. სპორ­ტსმე­ნი ნო­ემ­ბერ­ში 1/4 ფი­ნა­ლურ ბრძო­ლას გა­მარ­თავს. ირაკ­ლი ზი­რა­ქაშ­ვი­ლი არის მსოფ­ლი­ოს ორგზის და ევ­რო­პის ხუთგზის ჩემ­პი­ო­ნი მკლავ­ჭიდ­ში და ასე­ვე "PAL" ფე­დე­რა­ცი­ის სა­ხე­ლით ას­პა­რე­ზობს.

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში სპორ­ტსმე­ნებ­თან და სპორ­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი გრძელ­დე­ბა და მი­ნის­ტრი სპორ­ტის თი­თო­ე­ულ სა­ხე­ო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ უშუ­ა­ლოდ სპორ­ტსმე­ნე­ბი­სა და სპორ­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­გან იღებს ინ­ფორ­მა­ცი­ას".

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები