როგორ ერთობიან შეიარაღებული თალიბები გედებისა და ფლამინგოების ფორმის ნავებზე - "თალიბანის" წევრების მხიარულება ავღანეთის ეროვნულ პარკში (ფოტოები) - კვირის პალიტრა

როგორ ერთობიან შეიარაღებული თალიბები გედებისა და ფლამინგოების ფორმის ნავებზე - "თალიბანის" წევრების მხიარულება ავღანეთის ეროვნულ პარკში (ფოტოები)

მას შემდეგ, რაც აშშ-ის ჯარმა ავღანეთი დატოვა, ქვეყნის მართვა დაჯგუფება "თალიბანმა" დაიწყო. თალიბებმა უკვე შეიტანეს ავრანელთა ყოველდღიურობაში მთელი რიგი აკრძალვები. მათ შორის ყველაზე მეტად უფლებები შეეზღუდათ ქალებს.

ამ ფონზე კი "თალიბანის" წარმომადგენლები სარგებლობენ ავღანეთში დარჩენილი სიმდიდრითა და ფუფუნების საგნებით. მათი გართობის ამსახველი არაერთი ფოტო და ვიდეომასალა გავრცელდა სოციალურ ქსელებში. ზოგიერთ მათგანზე ჩანან დაჯგუფების გაკვირვებული წარმომადგენლები, რომლებმაც არ იციან როგორ გამოიყენონ ესა თუ ის ნივთი.

ამჯერად ვრცელდება კადრები, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ ერთობიან თალიბები პარკში, ერთ-ერთ ტბაზე, ნავებით.

ნავებს გედებისა და ფლამინგოების ფორმები აქვთ. ფოტოები ბამიანის პროვინციის მახლობლად, ამირის ეროვნულ პარკშია გადაღებული. სურათებზე ჩანს, რომ თალიბები ნავებზე იარაღით აღჭურვილები არიან. იხილეთ ფოტოები