შეყვანილია თუ არა "მიუ" საგანგაშო შტამის კატეგორიაში - რას აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - კვირის პალიტრა

შეყვანილია თუ არა "მიუ" საგანგაშო შტამის კატეგორიაში - რას აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე

კორონავირუსის "მიუ" შტამი ჯერჯერობით დაკვირვების საგნად რჩება, საგანგაშო შტამის კატეგორიაში შეყვანილი არ არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ამ ეტაპზე, "მიუ" შტამთან დაკავშირებით განსაკუთრებული რისკები არ გაჟღერებულა.

"ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის, "მიუ" შტამი ჯერჯერობით დაკვირვების საგნად რჩება. ეს საგანგაშო შტამის კატეგორიაში ჯერჯერობით შეყვანილი არ არის. ამ შტამთან დაკავშირებით დამატებით რეკომენდაციებს ველოდებით, მასთან დაკავშირებული განსაკუთრებული რისკები არ გაჟღერებულა", - განაცხადა გაბუნიამ.