10 000 ლარი ბოლნისში აცრილმა ადამიანმა მოიგო - კვირის პალიტრა

10 000 ლარი ბოლნისში აცრილმა ადამიანმა მოიგო

Stopcovid ლატარია ,,აიცერი და მოიგეს" პირველი 10 000 ლარის მოგებულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ გამარჯვებული ,,სინოფარმის"" ვაქცინითაა აცრილი, - ამის შესახებ ინფორმაციას ლატარიის კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისი, გორი, ბათუმი, ლაგოდეხი, ზუგდიდი, მარტვილი, ეს ის ქალაქებია, სადაც ვაქცინირებულმა ადამიანება 5000, 1500 და 1000 ლარი მოიგეს.

"ყოველკვირეული გათამაშება პირველად გაიმართა. მოგებულებს ,,საქართველოს ეროვნული ლატარიის"" წარმომადგენლები უხლოეს მომავალში დაუკავშირდებიან და მოგების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან, ისინი ასევე NCDC - ის ბაზაში რეგისტრირებულ მობილურის ნომერზე მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას.

გათამაშების შედეგების გადამოწმება ასევე შესაძლებელია ვებ-გვერდზე stopcov.lotto.ge-ზე პირადი ნომრის სპეციალურ შედეგების გრაფაში შეყვანით.

ლატარია ,,აიცერი და მოიგეს"" გათამაშება 14 სექტემბრიდან იმართება და ამ დროისთვის უკვე გათამაშებულია 180 400 ლარი, ხოლო მოგებულია 1137 ადამიანი", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.