კორონავირუსით ინფიცირებული ტყუპები, რომლებიც კლინიკა "ბომონდში" მკურნალობდნენ, გარდაიცვალნენ - კვირის პალიტრა

კორონავირუსით ინფიცირებული ტყუპები, რომლებიც კლინიკა "ბომონდში" მკურნალობდნენ, გარდაიცვალნენ

ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული ტყუპები, რომლებიც კლინიკა "ბომონდის" ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდნენ, გარდაიცვალნენ.

ტყუპები, რომლებიც 28 კვირის ვადაზე დაიბადნენ, სამედიცინო დაწესებულებაში ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობდნენ.

კლინიკაში აცხადებენ, რომ ჩვილებს პნევმონია ჰქონდათ.

"ტყუპები დაბადებისთანავე აპარატზე გადავიდნენ. რესპირატორული დისტრეს სინდრომით დაიბადნენ და დინამიკაში დამძიმდნენ. ორივე ტყუპი კოვიდდადებითი დაიბადა. კოვიდური პნევმონია ჰქონდათ. მთელი განყოფილება 24-საათიან რეჟიმში ვიბრძოდით მათი სიცოცხლისათვის. პატარებისთვის მკურნალობა და ყურადღება არ დაგვიკლია, თუმცა ამის მიუხედავად, სამწუხარო შედეგი დადგა", - განაცხადა "კლინიკა ბომონდის" ახალშობილთა ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ბარათაშვილი.