დედაქალაქის მგზავრებს დამატებით ახალი მიკროავტობუსები და 8-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურება
დედაქალაქის მგზავრებს დამატებით ახალი მიკროავტობუსები და 8-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურება
დედაქალაქის მგზავრებს დამატებით ახალი მიკროავტობუსები და 8-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურება
დედაქალაქის მგზავრებს დამატებით ახალი მიკროავტობუსები და 8-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურება

დედაქალაქში ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსების და Ford-ის მარკის მიკროავტობუსების პირველი ნაკადი შემოვიდა, რომელიც დღეს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მოსახლეობას წარუდგინა.

მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში შესყიდულია 180 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსი და 300 ერთეული მიკროავტობუსი.

როგორც დედაქალაქის მერმა პრეზენტაციისას აღნიშნა, ავტობუსები დიზელის ძრავზე მომუშავე ე ურო 6 ემისიის სტანდარტისაა. გათვლილია 53 მგზავრზე,
აქედან 21 დასაჯდომი ადგილია.

"შეიძლება ითქვას, რომ ყვითელი ავტობუსების პარკი სრულად არის ჩანაცვლებული. ასევე დამატებით 300 მიკროავტობუსს შევისყიდით. მომავალ წელს ვაპირებთ შევიძინოთ 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, რომლებიც კონკრეტულ მარშრუტებზე იმოძრავებენ.

პარალელურად დავიწყეთ მიკროავტობუსების ჩანაცვლება. ისინი იმოძრავებენ იმ ქუჩებზე, სადაც ავტობუსები ვერ მოძრაობენ.

600 ერთეული მიკროავტობუსი
იმოძრავებს დღეის მდგომარეობით. ჩვენი ამ პოლიტიკის მთავარი მიზანი და ამოცანაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ ყველაზე სწრაფი და ხელმისაწვდომი. ასევე ჩვენ შემოვიღეთ ინტეგრირებული გადახდის სისტემა, რაც საათნახევრის განმავლობაში უფასო გადაჯდომას ითვალისწინებს როგორც მეტროში და ავტობუსში, ასევე მიკროავტობუსშიც. ვგეგმავთ სააბონემენტო სისტემის შემოღებასაც", - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსი სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და გააჩნია გადმოსაშლელი პანდუსი ავტობუსში ეტლით ასვლის უზრუნველსაყოფად. ავტობუსში განთავსებულია როგორც wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემები, გააჩნია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის, საინფორმაციო ხმოვანი შეტყობინებების სისტემები და USB-დამტენები.

ავტობუსების პროექტის საერთო ღირებულებაა 21 289 768 ევრო.

თბილისის მერიის ცნობით, 23 სექტემბრიდან ახალი ავტობუსების პირველი ნაკადით ჩანაცვლდება №67 და №101 ხაზის ავტობუსები, ხოლო №7, №42 და №60 ხაზზე გაიზრდება მათი რაოდენობა და შემცირდება მოლოდინის რეჟიმი 15 წუთამდე.

"ავტობუსების დარჩენილი რაოდენობა ეტაპობრივად შემოვა და სხვადასხვა მარშრუტზე გადანაწილდება. 2022 წელს კი თბილისის მერიას დაგეგმილი აქვს დამატებით 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანა, რაც უზრუნველყოფს ახალი სატრანსპორტო სქემით გათვალისწინებული სატრანზიტო დერეფნების ამოქმედებას",- აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები