"ეს იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად თა­მა­ში, ხუმ­რო­ბა და გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ჩვე­ნი ემო­ცი­აც ასე­თი­ვე იყო"
"ეს იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად თა­მა­ში, ხუმ­რო­ბა და გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ჩვე­ნი ემო­ცი­აც ასე­თი­ვე იყო"
"ახლა ვხვდები, რატომ იყვნენ კიმი და დემნა "მეტ გალაზე" ისეთი ლუქით..." - როგორ ეხმაურებიან ჩიკას სიკვდილს, რატომ "მოკლეს" მისი პერსონაჟი და რას ჰყვება "პუსკუნა" მსახიობის ახალ ცხოვრებაზე

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წი­ნას­წარ ვი­ცო­დით ჩცდ ერთ-ერთი სა­ხა­სი­ა­თო პერ­სო­ნა­ჟის, ჩი­კას (ვა­კე­ლე­ბის ხაზი) გა­რე­შე უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო, რად­გნაც მისი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მსა­ხი­ო­ბი ანი ჩი­რა­ძე სხვა არხზე და სხვა შო­უ­ში წა­ვი­და, მა­ყუ­რე­ბე­ლი მე-18 სე­ზო­ნის ასეთ შო­კის­მომ­გვრელ და­წყე­ბას მა­ინც არ ელო­და. სე­ზო­ნის პირ­ვე­ლი სე­რია მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის სცე­ნით
და­ი­წყო, სა­დაც მისი ოჯა­ხი, მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი ჩი­კას გარ­დაც­ვა­ლე­ბას გლო­ვო­ბენ...

სე­რი­ა­ლის ეთერ­ში გას­ვლის შემ­დეგ, ტრა­დი­ცი­უ­ლად სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი კო­მენ­ტა­რით აჭ­რელ­და. მა­ყუ­რე­ბე­ლი ძი­რი­თა­დად იმით აღ­შფოთ­და, რომ გა­დამ­ღებ­მა ჯგუფ­მა ჩი­კას პერ­სო­ნა­ჟი მოკ­ლა. ამ ფაქტს ყვე­ლამ თა­ვი­სი კე­თი­ლი თუ არ­ცთუ კე­თი­ლი ახ­სნა მო­უ­ძებ­ნა. სა­უბ­რო­ბენ იუ­მო­რი­თაც და იმა­ზეც, რომ
სე­რი­ა­ლის სცე­ნა­რის­ტმა მსა­ხი­ობ­ზე შური მისი პერ­სო­ნა­ჟის გარ­დაც­ვა­ლე­ბით იმი­ტომ იძია, რომ ის სხვა არზე გა­და­ვი­და. კო­მენ­ტა­რე­ბი კი უმე­ტე­სად ასე­თი ში­ნა­არ­სის გახ­ლავთ:

"ჩიკა კი არ უნდა მო­ეკ­ლათ, სხვა მსა­ხი­ო­ბით შეც­ვა­ლათ". "ახლა ვხვდე­ბი, რა­ტომ იყ­ვნენ კიმი და დემ­ნა "მეტ გა­ლა­ზე" ისე­თი ლუ­ქით". "არ უნდა და­გე­მარ­ხათ ჩიკა, შე­გეძ­ლოთ, ამე­რი­კა­ში გა­გეშ­ვათ ან სხვა რამე მო­გე­ფიქ­რე­ბი­ნათ, რა­ღაც უაზ­როა ძაან. მუ­ღა­მი დავ­კარ­გე. იქ­ნებ მო­უნ­დეს სე­რი­ალ­ში დაბ­რუ­ნე­ბა, მერე გა­ა­ცო­ცხე­ლებთ, თუ რო­გორ იქ­ნე­ბა?!" "ჩი­კას გამო ვუ­ყუ­რებ­დი ჩცდ-ს და­აბ­რუ­ნეთ, არ უხ­დე­ბა "რუს­თა­ვი 2"-ის ახალ შო­უ­ში ტინ­გი­ცო­ბა. ჩცდ-ს უხ­დე­ბო­და ჩიკა. წა­ვი­და და ძა­ლით და­ა­საფ­ლა­ვეს სე­რი­ალ­ში. ეგრე სხვა წა­სუ­ლებ­ზე რა­ტომ არ ქე­ნით?" "ჩემი აზ­რით, ჩი­კას სიკ­ვდი­ლის სცე­ნა უნდა ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ მი­ზე­ზი - სხვა". "გოლ­დე­ნის ვაშ­ლე­ბი გა­და­ა­გო­რეს თუ ან­ტო­ნოვ­კას"? "ისე მაგ ლო­გი­კით, თენ­გო და მთვა­რი­სა, რა პონ­ტში არი­ან ცო­ცხლე­ბი? თან, დაბ­რუნ­დნენ "უძღე­ბი შვი­ლე­ბი"... "ჩცდ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად და­ი­წყო. ვი­საც არ მოგ­წონთ, ნუ უყ­რებთ. თუ ჩი­კას გამო უყუ­რებ­დით, გა­დარ­თეთ "რუს­თა­ვი 2"-ზე და დატ­კბით მისი ცქე­რით". "ნა­მე­ტა­ნი კარ­გი სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი მო­გი­ფიქ­რე­ბი­ათ"... "კი არ წა­ვი­და სად­მე, არა­მედ გარ­და­იც­ვა­ლა, დამ­თრგუნ­ვე­ლი იყო"... "მო­ი­ცა­დე, და­უმ­თავ­რდეს "რუს­თა­ვი 2"-თან კონ­ტრაქ­ტი, თუ ყუმ­ბა­რით არ შე­მო­ვარ­დეს, - აგერ ნა­ხავთ"... "ფან­ტას­ტი­კის ჟანრს რომ მი­მარ­თონ და რა­ღაც ფორ­მით გა­ა­ცო­ცხლონ? ესეც ხომ შე­იძ­ლე­ბა..." "ტო, რა უყ­ვეს ჩი­კას, ვა­კე­ლე­ბის გული მოკ­ლეს. რატო? რატო? რა მარ­გა­ლი­ტებს ის­რო­და ხოლ­მე"...

AMBEBI.GE ჩცდ-ს მსა­ხი­ობს ნინო ნო­დი­ას ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც სე­რი­ლა­ში ჩი­კას მე­გო­ბა­რის პუს­კუ­ნას როლს ასრლებს.

- სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, ჩვემ­თვი­საც ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი... რო­დე­საც ერთ დი­ლა­საც ახა­ლი სე­ზო­ნის პირ­ვე­ლი სე­რი­ის სცე­ნა­რი მი­ვი­ღე, გა­მი­ხარ­და, რად­გან ჩავ­თვა­ლე, ე.ი. სე­რი­ალ­ში ისევ ვარ-მეთ­ქი. შემ­დეგ ტექ­სტის კი­თხვა რომ და­ვი­წყე, პირ­ვე­ლი სე­რია, პირ­ვე­ლი სცე­ნა და წე­რია, - ვა­კე­ლე­ბი დგა­ნან სა­საფ­ლა­ო­ზე... რე­აქ­ცია იყო შო­კის­მომ­გვრე­ლი. ამი­ტომ, არ მიკ­ვირს, მა­ყუ­რე­ბელს, რო­მელ­საც უყ­ვარს ეს სე­რი­ა­ლი, ჩი­კას ამ­ბა­ვი ასე რომ გა­ნი­ცა­და. თან, მათ­გან ზო­გი­ერთს სე­რი­ა­ლის ამ­ბის რე­ა­ლო­ბის­გან გას­ხვა­ვე­ბა უჭირს... განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები