"ეს იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად თა­მა­ში, ხუმ­რო­ბა და გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ჩვე­ნი ემო­ცი­აც ასე­თი­ვე იყო" - კვირის პალიტრა

"ეს იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად თა­მა­ში, ხუმ­რო­ბა და გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ჩვე­ნი ემო­ცი­აც ასე­თი­ვე იყო"

"ახლა ვხვდები, რატომ იყვნენ კიმი და დემნა "მეტ გალაზე" ისეთი ლუქით..." - როგორ ეხმაურებიან ჩიკას სიკვდილს, რატომ "მოკლეს" მისი პერსონაჟი და რას ჰყვება "პუსკუნა" მსახიობის ახალ ცხოვრებაზე

მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ვიცოდით ჩცდ ერთ-ერთი სახასიათო პერსონაჟის, ჩიკას (ვაკელების ხაზი) გარეშე უნდა დაწყებულიყო, რადგნაც მისი როლის შემსრულებელი მსახიობი ანი ჩირაძე სხვა არხზე და სხვა შოუში წავიდა, მაყურებელი მე-18 სეზონის ასეთ შოკისმომგვრელ დაწყებას მაინც არ ელოდა. სეზონის პირველი სერია მისი გარდაცვალების სცენით დაიწყო, სადაც მისი ოჯახი, მეგობრები და ახლობლები ჩიკას გარდაცვალებას გლოვობენ...

სერიალის ეთერში გასვლის შემდეგ, ტრადიციულად სოციალური ქსელი სხვადასხვაგვარი კომენტარით აჭრელდა. მაყურებელი ძირითადად იმით აღშფოთდა, რომ გადამღებმა ჯგუფმა ჩიკას პერსონაჟი მოკლა. ამ ფაქტს ყველამ თავისი კეთილი თუ არცთუ კეთილი ახსნა მოუძებნა. საუბრობენ იუმორითაც და იმაზეც, რომ სერიალის სცენარისტმა მსახიობზე შური მისი პერსონაჟის გარდაცვალებით იმიტომ იძია, რომ ის სხვა არზე გადავიდა. კომენტარები კი უმეტესად ასეთი შინაარსის გახლავთ:

"ჩიკა კი არ უნდა მოეკლათ, სხვა მსახიობით შეცვალათ". "ახლა ვხვდები, რატომ იყვნენ კიმი და დემნა "მეტ გალაზე" ისეთი ლუქით". "არ უნდა დაგემარხათ ჩიკა, შეგეძლოთ, ამერიკაში გაგეშვათ ან სხვა რამე მოგეფიქრებინათ, რაღაც უაზროა ძაან. მუღამი დავკარგე. იქნებ მოუნდეს სერიალში დაბრუნება, მერე გააცოცხელებთ, თუ როგორ იქნება?!" "ჩიკას გამო ვუყურებდი ჩცდ-ს დააბრუნეთ, არ უხდება "რუსთავი 2"-ის ახალ შოუში ტინგიცობა. ჩცდ-ს უხდებოდა ჩიკა. წავიდა და ძალით დაასაფლავეს სერიალში. ეგრე სხვა წასულებზე რატომ არ ქენით?" "ჩემი აზრით, ჩიკას სიკვდილის სცენა უნდა ყოფილიყო, მაგრამ მიზეზი - სხვა". "გოლდენის ვაშლები გადააგორეს თუ ანტონოვკას"? "ისე მაგ ლოგიკით, თენგო და მთვარისა, რა პონტში არიან ცოცხლები? თან, დაბრუნდნენ "უძღები შვილები"... "ჩცდ არაჩვეულებრივად დაიწყო. ვისაც არ მოგწონთ, ნუ უყრებთ. თუ ჩიკას გამო უყურებდით, გადართეთ "რუსთავი 2"-ზე და დატკბით მისი ცქერით". "ნამეტანი კარგი სიკვდილის მიზეზი მოგიფიქრებიათ"... "კი არ წავიდა სადმე, არამედ გარდაიცვალა, დამთრგუნველი იყო"... "მოიცადე, დაუმთავრდეს "რუსთავი 2"-თან კონტრაქტი, თუ ყუმბარით არ შემოვარდეს, - აგერ ნახავთ"... "ფანტასტიკის ჟანრს რომ მიმართონ და რაღაც ფორმით გააცოცხლონ? ესეც ხომ შეიძლება..." "ტო, რა უყვეს ჩიკას, ვაკელების გული მოკლეს. რატო? რატო? რა მარგალიტებს ისროდა ხოლმე"...

AMBEBI.GE ჩცდ-ს მსახიობს ნინო ნოდიას ესაუბრა, რომელიც სერილაში ჩიკას მეგობარის პუსკუნას როლს ასრლებს.

- სიმართლე რომ გითხრათ, ჩვემთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი... როდესაც ერთ დილასაც ახალი სეზონის პირველი სერიის სცენარი მივიღე, გამიხარდა, რადგან ჩავთვალე, ე.ი. სერიალში ისევ ვარ-მეთქი. შემდეგ ტექსტის კითხვა რომ დავიწყე, პირველი სერია, პირველი სცენა და წერია, - ვაკელები დგანან სასაფლაოზე... რეაქცია იყო შოკისმომგვრელი. ამიტომ, არ მიკვირს, მაყურებელს, რომელსაც უყვარს ეს სერიალი, ჩიკას ამბავი ასე რომ განიცადა. თან, მათგან ზოგიერთს სერიალის ამბის რეალობისგან გასხვავება უჭირს... განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები