"მამა არ იყო მასთან და მე მისი სულიერი მამა ჩამოვედიო, პირველად სტიქარი ღვთისმშობლობის დღეს ჩაუცვია და ღვთისმშობლობის დღეს მივაბარეთ მიწას"
"მამა არ იყო მასთან და მე მისი სულიერი მამა ჩამოვედიო, პირველად სტიქარი ღვთისმშობლობის დღეს ჩაუცვია და ღვთისმშობლობის დღეს მივაბარეთ მიწას"
ვე­რა­ზე მოკ­ლუ­ლი ნიკა კვა­რა­ცხე­ლია დღეს სა­ბურ­თა­ლოს სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლეს. ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდას გას­ვე­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"მე პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი ჩემ­ზე ასა­კით უმ­ცრო­სი ადა­მი­ა­ნის გას­ვე­ნე­ბა­ზე. 30 000-მა ადა­მი­ან­მა გა­ა­ცი­ლა უკა­ნას­კნელ გზა­ზე ნიკო. არ­სად მი­ნა­ხავს ადა­მი­ა­ნებს მუ­ჭის მიწა ცრემ­ლით და­ეს­ვე­ლე­ბი­ნოს და ისე მო­ეფრქვი­ოს სა­მა­რე­ზე.

რამ­დე­ნი მუ­ჭაც იყო იმ­დე­ნი მდუ­ღა­რე ცრემ­ლი გად­მოჩ­ქეფ­და სა­ბურ­თა­ლოს სა­საფ­ლა­ოს აღ­მარ­თი­დან. ყვე­ლამ გუ­ლით ვი­ტი­რეთ გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა დე­დამ ბოლო სი­ტყვე­ბი წარ­მოს­თქვა: "ნიკო ჩემო დე­და­მი­წა­ზე ან­გე­ლო­ზოო", მაგ­რამ
ვერც ლოც­ვამ, ვერც ტი­რილ­მა და გო­დე­ბამ ვერ გა­მო­აღ­ვი­ძა იგი უკ­ვდა­ვი ძი­ლი­დან. სა­უ­კუ­ნო ხსოვ­ნა და მა­რა­დი­უ­ლი სა­სუ­ფე­ვე­ლი გა­მორ­ჩე­ულ ქარ­თველს.მზე ჩას­ვლის შემ­დე­გაც რჩე­ბა მნა­თო­ბად" - წერს ზურა გო­გო­ხია.

ასევე ოაჯხის ახლობელი ნინო ზამბახიძე წერს, რომ ნიკოს დაკრძალვის დღეს, უკრაინიდან ჩამოვიდა მისი პირველი მოძღვარი:

"მამა კონსტანტინი ნიკოს პირველი
მოძღვარია რომელიც უკრაინიდან ჩამოფრინდა დღეს! მისთვის უნდა ვიგალობოო თქვა, პირველი აღსარება მისთვის ჩაუბარებია! გული გამეგლიჯა , როცა გვითხრა, რომ მამა არ იყო მასთან და მე მისი სულიერი მამა ვარ და მე ჩამოვედიო. ისე კი ნამდვილად სასწაულია პირველად სტიქარი ღვთისმშობლობის დღეს ჩაუცვია და ღვთისმშობლობის დღეს მივაბარეთ მიწას! წავიდა ჩვენი მომავლის ბიჭი ნიკო", - წერს ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში.



გიგა
22 სექტემბერი 2021 22:13
რა აუტანელია ეს ყველაფერი ....როგორ უნდა შეეგუოს ოჯახი და მეგობრები ასეთ ამბავს?
ეკა
22 სექტემბერი 2021 22:11
რა საცოდაობაა, როგორ მეცოდება და მენანება....თითქოს ვიცნობდი ....რატომ? რისთვის? ნეტა ხელი აეკრა იარაღისთვის ...ნეტა ნეტა ...ასე არ უნდა ხდებოდეს ...
თაკო
22 სექტემბერი 2021 13:43
აცხონოს უფალმა

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები