"შენ ხო მაინც განათხოვარი ხარ, წამოდი, გაჩვენო, რა კარგი საწოლი მაქვსო..." - რას ყვება ნელი აგირბა წლების წინ გადატანილ სექსუალ შევიწროებაზე
"შენ ხო მაინც განათხოვარი ხარ, წამოდი, გაჩვენო, რა კარგი საწოლი მაქვსო..." - რას ყვება ნელი აგირბა წლების წინ გადატანილ სექსუალ შევიწროებაზე
"რუს­თა­ვი 2"-ის გა­და­ცე­მა "თჰე თალკ შოუს" ერთ-ერ­თმა წამ­ყვან­მა, ნელი აგირ­ბამ სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის ის ეპი­ზო­დე­ბი გა­იხ­სე­ნა, რო­დე­საც სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის მსხვერ­პლი გახ­და. რო­გორც აგირ­ბამ აღ­ნიშ­ნა, დღემ­დე ამ თე­მა­ზე სა­ჯა­როდ არ უსა­უბ­რია.

"პირ­ვე­ლი, რაც გა­მახ­სენ­და, იყო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი. ეს ბავ­შვო­ბა­შიც პრობ­ლე­მა იყო, იმი­ტომ რომ ფეხ­ზე ხელს მა­დებ­დნენ სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­ში. შემ­დეგ ვის­წავ­ლე შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა სი­ა­რუ­ლი, სათ­ლე­ლი დანა დამ­ქონ­და და თუ მსგავ­სი რა­ღაც ხდე­ბო­და, უბ­რა­ლოდ ვშლი­დი ამ და­ნას. ამა­ზე ხმა არას­დროს ამო­მი­ღია, ამი­ტომ ეს მე დღემ­დე
ძა­ლი­ან ცუ­დად მახ­სოვს.

კი­დევ ერთი ფაქ­ტი, რომ­ლის გა­და­ტა­ნაც ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და და ახ­ლაც უსი­ა­მოვ­ნო, ჭუ­ჭყის შეგ­რძნე­ბა დამ­რჩა, რად­გან არც ამა­ზე მი­სა­უბ­რია... ბავ­შვებ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი კა­ხეთ­ში, რთველ­ში. ვე­ნახ­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ან­მა, მი­თხრა: წა­მო­დი, გაჩ­ვე­ნო, სად ვცხოვ­რო­ბო და იქვე მდგარ კონ­ტე­ი­ნერ­ზე მი­მი­თი­თა. შენ ხომ მა­ინც გა­ნა­თხო­ვა­რი ხარ, ნახე, რა
კარ­გი სა­წო­ლი მაქ­ვსო.

ბავ­შვებ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი და თავი გა­მო­ვიშ­ტე­რე, ვი­თომ ვერ გა­ვი­გე, რა უნ­დო­და. მერე კარ­გა ხანი ვტი­რო­დი და მა­კან­კა­ლებ­და სახ­ლში, თით­ქოს ხომ არა­ფე­რი, დღემ­დე არა­ფე­რი არ მით­ქვამს და ახლა ვე­ტყვი "იდი...". იქ ბავ­შვებ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი და და­ვი­ბე­ნი, მაგ­რამ იყო შემ­თხე­ვა­ვა, რო­დე­საც ვთქვი.

ეს უკვე სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, ჩემ გარ­და ჩემ­ზე კი­დევ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მა­გი­დას­თან ვსხედ­ვართ და საკ­მა­ოდ გავ­ლე­ნი­ა­ნი დამ­კვე­თი, უცებ მა­ი­სუ­რის ქვეშ მი­ცუ­რებს ხელს და მე­უბ­ნე­ბა: - ამ საქ­მე­ზე ვი­სა­უბ­როთ ნო­მერ­ში. იმ მო­მენ­ტში ვუ­თხა­რი, ხელი გა­წიე-მეთ­ქი და შემ­თხვე­ვით მო­მი­ვი­დაო. გა­ვი­ქე­ცი, ჩა­ვი­კე­ტე, ტე­ლე­ფო­ნი გა­მოვ­რთე და ვზი­ვარ შე­ში­ნე­ბუ­ლი - რა ვქნა ახლა, სამ­ქე ჩავ­შა­ლო და ეს ამ­დე­ნი ად­მა­ი­ა­ნი დავ­ტო­ვო ასე, თუ ავი­დე? არა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ავი­დე, რა­ღა­ცას მი­ზამს. შე­ში­ნე­ბუ­ლი ვზი­ვარ და მერე მივ­ხვდი, რომ ჩემი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე ვე­რა­ფერს მი­ზამს. იმა­ზე უა­რესს ვერ მი­ზამს, რა­საც მე იმ მო­მენ­ტში ჩემს თავს ვუ­კე­თებ­დი, მსხვერ­პლის როლ­ში რომ ვი­ყა­ვი. ჩავ­რთე ტე­ლე­ფო­ნი, და­ვუ­რე­კე და ვუ­თხა­რი: - მე ამოვ­დი­ვარ, ოღონდ იცო­დე, სექ­სი არ იქ­ნე­ბა... ღიად ვუ­თხა­რი და ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვი­ყა­ვი ჩემი თა­ვით. ავე­დი, ვი­სა­უბ­რეთ, იქვე ვუ­თხა­რი იგი­ვე, გან­ვუ­მარ­ტე, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ და ბო­ლომ­დე და­ვი­ცავ თავს. იმან თავი გმო­იშ­ტე­რა, რა სი­სუ­ლე­ლა, ამა­ზე არც ყო­ფი­ლა სა­უ­ბა­რი.

ფაქ­ტია, რომ ამან გა­ა­ჩე­რა და შემ­დეგ საქ­მეც არ გა­ფუჭ­და", - ყვე­ბა ნელი აგირ­ბა.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები