"ქვეყნის მასშტაბით ეპიდსიტუაცია საერთო ჭრილში არის დამაკმაყოფილებელი" - კვირის პალიტრა

"ქვეყნის მასშტაბით ეპიდსიტუაცია საერთო ჭრილში არის დამაკმაყოფილებელი"

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში დამაკმაყოფილებელია.

თუმცა, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რეგიონებში განსხვავებული ვითარებაა.

"უნდა აღვნიშნოთ, რომ ქვეყნის მასშტაბით ეპიდსიტუაცია საერთო ჭრილში არის დამაკმაყოფილებელი. მნიშვნელოვანი განსხვავებებია რეგიონებში - შეინიშნება, რომ აჭარასა და თბილისში არის გაცილებით უკეთესი მაჩვენებელი, ვიდრე კახეთში. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ღონისძიება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ტარდება იყოს ადეკვატური რეგიონების ჭრილში და ამისთვის ჯანდაცვის სამინისტროს ყველა სამსახური, ყველა სსიპ-ი მუშაობს დასტაბილურებისთვის და ერთგვაროვანი სიტუაციის შექმნისთვის, რათა ჩვენ შევძლოთ როგორც სწავლის გაგრძელება, ასევე სხვადასხვა ეკონომიკურ საქმიანობებზე დადებითი რეაგირება", - განაცხადა ტიკარაძემ.