"ასე გა­დავ­წყვი­ტეთ: FEEDC პლატ­ფორ­მა­ზე შე­იქ­მნე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო-ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა" - რას წერს გიორგი კეკელიძე ნიკო კვარაცხელიასა და მის დედაზე - კვირის პალიტრა

"ასე გა­დავ­წყვი­ტეთ: FEEDC პლატ­ფორ­მა­ზე შე­იქ­მნე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო-ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა" - რას წერს გიორგი კეკელიძე ნიკო კვარაცხელიასა და მის დედაზე

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში, რამდენიმე დღის წინ, ვერაზე მოკლული ახალგაზრდის ნიკოლოზ კვარაცხელიასა და მის დედზე - იზა ომაძეზე წერს.

"ეს დღეებია, ნიკო კვარაცხელიას დედას ვესაუბრები, ქალს, რომელიც ჩემთვის სრულიად მიუწვდომელ მხნეობას და ძალას მაჩვენებს. საბოლოოდ, რადგან ახლა ნიკოს სახელს სწორედ ის სჭირდება, რისთვის იყო ეს ადამიანი მოწოდებული, ანუ საქმე.

ასე გადავწყვიტეთ: FEEDC პლატფორმაზე შეიქმნება საგანმანათლებლო - ლიტერატურული მიმართულება, რომელსაც მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი წარვმართავთ LIB.GE-ს ძველი გუნდიდან - ბლოგები, სტატიები, ლიტერატურული გადაცემები, ინტერვიუები. ჯერ ეს არის, რაც შეგვიძლია." - წერს გიორგი კეკელიძე

შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა FEEDC-ის დამფუძნებელი იყო.