"მომავალმა მეუღლემ ყველა სხვა თაყვანისმცემელი ჩამომაცილა, თავის ირგვლივ კონკურენცია მოსპო"
"მომავალმა მეუღლემ ყველა სხვა თაყვანისმცემელი ჩამომაცილა, თავის ირგვლივ კონკურენცია მოსპო"
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გადაცემა "პოსტ ალიონში" პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

"მეორე კურსზე ვიყავი, როცა გავთხოვდი, მეყოლა ბავშვი და სწავლასა და ოჯახს ვუთავსებდი ერთმანეთს. ჩემი მეუღლე უნივერსიტეტში გავიცანი, თანმიმდევრული იყო ძალიან, ცოტა ხანში მივხვდი, რომ ყველა სხვა თაყვანისმცემელი ჩამომაცილა, თავის ირგვლივ კონკურენცია მოსპო. ამ თავისი თანმიმდევრულობითა და მონდომებით მომხიბლა. ალბათ, მთლად კომფორტული მეუღლე არ ვარ, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის მანძილზე, რაც მთავრობის წევრი გავხდი. ჩემი მეუღლე ყოველთვის
მეხმარება, რომ გადავიტანო რთული მომენტები, ყოველთვის ჩემ მხარესაა და მხარში მიდგას."
როგორც აღმოჩნდა, ნათია თურნავა სპორტის არაერთი სახეობითაა დაკავებული: "მიყვარს ყველაფერი, რაც ბუნებას და სპორტულ აქტივობას უკავშირდება. ცხენით ჯირითი ძალიან მიყვარდა, ეპიდრომზე ყოველ დილით დავდიოდი. მიყვარს სნოუბორდი, თხილამურები და ვსრიალებდი." გაგრძელება






მათე ზაზაშვილი
26 სექტემბერი 2021 08:45
წარმატებებს გისურვებ,
იყავით მუდამ ბედნიერი.
დიდ პატივს ვცემ თქვენს ნიჭს,უნარს, პროფესიალიზმს.
უძლიერეს ქალბატონს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
25-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
25-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
25-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები