საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - კვირის პალიტრა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. დღიურად ჩატარებული ტესტების რაოდენობა კი 20798-ს შეადგენს.

კორონავირუსით ბოლო 24 საათში კიდევ 30 პაციენტი გარდაიცვალა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2956 ადამიანი.

"ინტერპრესნიუსი"