საქართველოს რეგიონებში თოვლი მოვიდა - კვირის პალიტრა

საქართველოს რეგიონებში თოვლი მოვიდა

საქართველოს რეგიონებში თოვლი მოვიდა - ფოტოები მესტიიდან და ზეკარის უღელტეხილიდან

იმერეთში თოვლი მოვიდა. პირველი თოვლი ზეკარის უღელტეხილზე დაფიქსირდა. ფოტოებს სოციალურ ქსელში გიორგი ენუქიძე ავრცელებს.

ასევე თოვლი იყო მესტიაშიც. ფოტო ადგილიდან ლაშა ჩართოლანმა გაავრცელა.

ბოლო დღეები საქართველოში ტემპერატურამ საგრძნობლად იკლო. სინოპტიკოსების ცნობით, ქვეყანაში 27 სექტემბერს გამოიდარებს და +20, +25 გრადუსამდე დათბება.

ზეკარის უღელტეხილი