"არ ვი­ცო­დი, თუ უნდა ამო­ეჭ­რათ ყვე­ლა ორ­გა­ნო და და­ე­ჩე­ხათ, ცხედ­რის სახ­ლში წა­მოს­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ მომ­ცეს" - რას წერს ყოფილი პარლამენტარის მეუღლე?
"არ ვი­ცო­დი, თუ უნდა ამო­ეჭ­რათ ყვე­ლა ორ­გა­ნო და და­ე­ჩე­ხათ, ცხედ­რის სახ­ლში წა­მოს­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ მომ­ცეს" - რას წერს ყოფილი პარლამენტარის მეუღლე?
სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი წევ­რის ბი­ძი­ნა გუ­ჯა­ბი­ძის მე­უღ­ლე, მაკა სა­ხუ­რია ერთი წლის წინ მე­უღ­ლის მო­უ­ლოდ­ნე­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს­თან და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"ჩემი მე­უღ­ლე, ბი­ძი­ნა გუ­ჯა­ბი­ძე, მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა 2020 წლის 12 ნო­ემ­ბერს. არა­სო­დეს უა­ვად­მყო­ფია, არა­ფე­რი აწუ­ხებ­და, მხნედ და ჯან­მრთე­ლად გრძნობ­და თავს. სახ­ლი­დან გა­ვი­და, ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბას­თან, ხო­შა­რა­უ­ლის ქუ­ჩა­ზე, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი საჭ­რე­ლი აპა­რა­ტი (ე.წ. ბალ­გარ­კა) მი­ი­ტა­ნა შე­სა­კე­თებ­ლად, იქვე მო­უ­ვი­და გუ­ლის შე­ტე­ვა და სას­წრა­ფოს მოს­ვლამ­დე
გარ­და­იც­ვა­ლა. მას თან ახ­ლდა ახ­ლო­ბე­ლი, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ფე­რი და­ი­ნა­ხა და მო­ის­მი­ნა. ეჭვი არა­ვის შე­პარ­ვია, რომ ეს ბუ­ნებ­რი­ვი სიკ­ვდი­ლი იყო და გუ­ლის შე­ტე­ვით მსგავ­სი ფორ­მით სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა ძა­ლი­ან ხში­რია. ასე გარ­და­იც­ვა­ლა ბი­ძი­ნას სულ ახალ­გაზ­რდა ძმა და მა­მაც, მაგ­რამ რად­გან შემ­თხვე­ვა ქუ­ჩა­ში მოხ­და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, იქ გაჩ­ნდა პო­ლი­ცი­აც და ცხედ­რის
სახ­ლში წა­მოს­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ მომ­ცეს. ექ­სპერ­ტი­ზა აუ­ცი­ლე­ბე­ლი­აო და ამას ვერ შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბუ­ნებ­რივ სიკ­ვდილ­ზე ეჭ­ვის შე­სა­ტა­ნი სა­ერ­თოდ არა­ფე­რი იყო იმ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში.

სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში იმ სა­ღა­მოს და­ტო­ვეს და მხო­ლოდ მე­ო­რე დღეს გა­მო­მა­ტა­ნეს, შუ­ა­დღი­სას. საქ­მეს იძი­ებ­და დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის პო­ლი­ცია და პრო­კუ­რა­ტუ­რა, და­ვი­კი­თხეთ ყვე­ლა, მეც, თვითმხილ­ვე­ლე­ბიც, მძღო­ლიც. მისი პი­რა­დი ნივ­თე­ბი დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა რა­მინ ება­ნო­ი­ძემ და­ლუ­ქა, მათ შო­რის ბი­ძი­ნას მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნიც.

ექ­სპერ­ტი­ზა რომ მძი­მე რა­მაა, აქამ­დეც გა­მი­გია, მაგ­რამ არ ვი­ცო­დი, თუ ასე გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის უნდა ამო­ეჭ­რათ ყვე­ლა ორ­გა­ნო და და­ე­ჩე­ხათ ცხე­და­რი. ეს ჭი­რი­სუფ­ლის­თვის უმ­ძი­მე­სია. ფაქ­ტობ­რი­ვად, ნა­ხე­ვარ კაცს ასაფ­ლა­ვებ, გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლია ნახ­ვა მო­კე­რი­ლი თა­ვის და როცა მო­გი­ვა ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, რომ თურ­მე 385 გრამს იწო­ნის მისი გული, ამოჭ­რეს, აწო­ნეს და და­ა­მუ­შა­ვეს თირკმე­ლი თუ სხვა ორ­გა­ნო­ე­ბი, შენს სა­სო­წარ­კვე­თას სა­ზღვა­რი არ აქვს. დას­კვნა რომ წა­ვი­კი­თხე, რამ­დე­ნი­მე დღე გონს ვერ მოვ­დი­ო­დი...

მი­თხრეს, რომ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას დას­ჭირ­დე­ბო­და 45 სა­მუ­შაო დღე. მე მეჩ­ქა­რე­ბო­და დას­კვნის მი­ღე­ბა, რათა და­მებ­რუ­ნე­ბი­ნა მისი ტე­ლე­ფო­ნი და გა­მეს­წო­რე­ბი­ნა სა­ბან­კო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, ასე­ვე მი­მე­ღო მისი სი­ცო­ცხლის და­ზღვე­ვის ანა­ზღა­უ­რე­ბა. ბან­კე­ბი და სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას მთხოვ­დნენ. თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე ვუ­რე­კავ­დი სამ­ხა­რა­უ­ლის ბი­უ­როს, მაგ­რამ ცხელ ხაზ­ზე მხო­ლოდ იმას მპა­სუ­ხობ­დნენ, რომ დას­კვნა მზად არ არის, ხოლო თუ რა­ტომ არ არის ან და­ახ­ლო­ე­ბით რო­დის შე­იძ­ლე­ბა იყოს, არა­ვინ მიმ­ხელ­და.

თავი რომ არ შე­გა­წყი­ნოთ, 2020 წლის 12 ნო­ემ­ბრი­დან, 45 სა­მუ­შაო დღის ნაც­ვლად, 8 თვე­ზე მეტი დას­ჭირ­დათ ექ­სპერ­ტებს, რომ და­ე­წე­რათ არაფ­რისმთქმე­ლი დი­აგ­ნო­ზი, რაც ისე­დაც ვი­ცო­დი, რომ ბი­ძი­ნა გუ­ჯა­ბი­ძე ინ­ფარ­ქტით გარ­და­იც­ვა­ლა. არ გე­გო­ნოთ, რომ ამ 8 თვე­ში ექ­სპერ­ტებ­მა სა­კუ­თა­რი კე­თი­ლი ნე­ბით და­დეს ეს დას­კვნა. სა­ნამ არ ჩავ­რიე გავ­ლე­ნი­ა­ნი ხალ­ხი, არა­ფე­რი გა­კეთ­და და როცა გა­კეთ­და, მი­თხრეს, რომ უბ­რა­ლოდ მიგ­დე­ბუ­ლი იყო, რომ არა ამ ხალ­ხის მონ­დო­მე­ბა, დას­კვნა თვე­ე­ბი და წლე­ბი არ მე­ღირ­სე­ბო­და.

28 ივ­ლი­სის მერე ყო­ვე­ლი კვი­რის და­სა­წყის­ში ვუ­რე­კავ გა­მომ­ძი­ე­ბელ რა­მინ ება­ნო­ი­ძეს და ვთხოვ, რომ და­მიბ­რუ­ნოს მე­უღ­ლის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, რო­მე­ლიც ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი სახ­სო­ვა­რია და ბევ­რს ნიშ­ნავს, ის ყო­ველ ჯერ­ზე მპირ­დე­ბა, რომ ამ კვი­რის ბო­ლოს და­მიბ­რუ­ნებს, მაგ­რამ კვი­რის ბო­ლოს მე­უბ­ნე­ბა, რომ ან ახლა თა­ვა­დაა შვე­ბუ­ლე­ბა­ში, ან მერე საქ­მის პრო­კუ­რო­რი გა­ვი­და შვე­ბუ­ლე­ბა­ში, ხან პრო­კუ­რო­რი არის მივ­ლი­ნე­ბა­ში და სა­ნამ ის საქ­მის შე­წყვე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ და­წერს, ტე­ლე­ფონს ვერ და­მიბ­რუ­ნებს, ხან მე­უბ­ნე­ბა, რომ საქ­მის შე­წყვე­ტის გა­რე­შეც კი მომ­ცემ­და ტე­ლე­ფონს, მაგ­რამ სა­დღაც სა­ცავ­ში ინა­ხე­ბა და მან წე­რი­ლი უნდა მის­წე­როს იმ სა­ცავს, რომ გა­მო­უ­ტა­ნონ ტე­ლე­ფო­ნი და რო­გორც ჩანს, ამ წე­რი­ლის მი­წე­რა ავი­წყდე­ბა. ბო­ლოს­წი­ნა და­რეკ­ვა­ზე მი­თხრა, რომ თქვე­ნი მრცხვე­ნი­აო და მომ­დევ­ნო კვი­რის ბო­ლომ­დე უეჭ­ვე­ლად და­გიბ­რუ­ნებ­თო. ყო­ველ­თვის მე­ლა­პა­რა­კე­ბა გულ­გრი­ლად და უხე­შად, ყო­ველ­გვა­რი სინ­დი­სის ქენ­ჯნის გა­რე­შე. ამ პა­რას­კევ­საც რომ არ და­მიბ­რუ­ნა, გავ­ცხარ­დი და ვუ­თხა­რი, რომ ეს არის უპატ­ვი­ცე­მუ­ლო­ბა, ყვე­ლას და ყვე­ლაფ­რის ფე­ხებ­ზე და­კი­დე­ბა და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბა. ჯიბრში ჩა­მიდ­გა, ვა­პი­რებ­დი მო­ცე­მას და ახლა აღარ მოგ­ცემთ, პრო­კუ­რორს და იმის ზემ­დგომს და­ვე­ლო­დე­ბი და თქვენც ელო­დე­თო. ანუ უკვე 2 თვეა პო­ლი­ცი­ამ და პრო­კუ­რა­ტუ­რამ მი­ი­ღო სამ­ხა­რა­უ­ლის ბი­უ­როს დას­კვნა და იცი­ან, რომ გა­მო­ძი­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა სა­ჭი­რო აღარ არის, ადა­მი­ა­ნი ბუ­ნებ­რი­ვად გარ­და­იც­ვა­ლა, მაგ­რამ რა ქნას რა­მინ­მა, რომ სულ ფე­ხებ­ზე ჰკი­დია გუ­ჯა­ბი­ძეც, მისი საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბაც, მისი მე­უღ­ლეც, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეც და სა­კუ­თა­რი სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბიც?

ჰუ­მა­ნიზმსა და ადა­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბა­ზე სა­ერ­თოდ აღა­რა­ფერს ვამ­ბობ. მე კი­დევ შე­მიძ­ლია შე­ვა­წუ­ხო ბი­ძი­ნას მე­გობ­რე­ბი, რომ ამ­ჯე­რად ამ ადა­მი­ა­ნის­გან და­მიხ­სნან, და­ვიბ­რუ­ნო მე­უღ­ლის ნივ­თი, საკ­მა­ოდ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლიც, მაგ­რამ ჩემ­თვის მხო­ლოდ მისი სახ­სო­ვა­რი... მაგ­რამ სპე­ცი­ა­ლუ­რად არ ვე­უბ­ნე­ბი არა­ვის, მა­ინ­ტე­რე­სებს, სა­ნამ­დე მივა პო­ლი­ცი­ე­ლის გულ­გრი­ლო­ბა და უხე­შო­ბა?! თავს დამ­ცი­რე­ბუ­ლად და და­ჩაგ­რუ­ლად ვგრძნობ. რა­ტომ უნდა მჭირ­დე­ბო­დეს სხვე­ბის შე­წუ­ხე­ბა? რა­მეს გა­ურ­კვევ­ლად ვე­უბ­ნე­ბი და უკა­ნო­ნოს ვი­თხოვ თუ რა? ერთი უბ­რა­ლო და უპ­რე­ტენ­ზიო მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ და რად­გან გავ­ლე­ნა და ცნო­ბა­დო­ბა არ მაქვს, ასე ფე­ხებ­ზე უნდა და­მი­კი­დოს პო­ლი­ცი­ელ­მა?

აი, ასე­თი ხალ­ხი არ აძ­ლევს ამ სა­ხელ­მწი­ფოს წინსვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. აქ მო­ქა­ლა­ქის ინ­ტე­რე­სი ფე­ხებ­ზე ჰკი­დია მო­ხე­ლე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას. მე კი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის დაგ­ვი­ა­ნე­ბის გამო შე­საძ­ლოა სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ამ უარი მი­თხრას სი­ცო­ცხლის და­ზღვე­ვის კომ­პენ­სა­ცი­ა­ზე მა­შინ, როცა ჩემს მე­უღ­ლეს ამ სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ის­თვის სო­ლი­დუ­რი თან­ხა აქვს გა­დახ­დი­ლი, ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ვა­დე­ბი აქვს, როცა ჩვენს ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ზეა სა­უ­ბა­რი, შე­იძ­ლე­ბა ბან­კმა მისი სეს­ხი პრობ­ლე­მუ­რად მიქ­ცი­ოს ამ დაგ­ვი­ა­ნე­ბე­ბის გამო და მო­რა­ლურ ზი­ანს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ფი­ნან­სუ­რი ზი­ა­ნი მო­მად­გეს სე­რი­ო­ზუ­ლი. ყვე­ლა­ფერ ამას თა­ვა­ზი­ა­ნად ვე­უბ­ნე­ბი ამ ადა­მი­ა­ნებს, მაგ­რამ "ჩემი ჩი­ვი­ლი ვის ეს­მის?"

ახლა მოგ­მარ­თავთ შსს-ში, პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და სხვა ოფი­ცი­ა­ლურ უწყე­ბებ­ში და­საქ­მე­ბულ ჩემს ახ­ლობ­ლებს, გა­მომ­ძი­ე­ბელ რა­მინ ება­ნო­ი­ძი­სა და პრო­კუ­რორ ლაშა გამ­ყრე­ლი­ძის ამ­გვა­რი ქცე­ვა ნორ­მა­ლუ­რია? შე­იძ­ლე­ბა ასე უხეთ­ქონ გული ადა­მი­ა­ნებს? აშენ­დე­ბა ასე სა­ხელ­მწი­ფო? მე პი­რა­დად არა­ნა­ი­რი ნდო­ბა არც სამ­ხა­რა­უ­ლის ბი­უ­რო­სა და არც ამ ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი არ მაქვს. ასე ყვე­ლაფ­რის გა­ბი­აბ­რუ­ე­ბა უბ­რა­ლოდ მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლია სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის­თვის, თო­რემ ჯან­და­ბას ერთი მაკა სა­ხუ­რია და ბი­ძი­ნა გუ­ჯა­ბი­ძე... და ეს ყვე­ლა­ფე­რი იმ ფონ­ზე, როცა თურ­მე არ­სე­ბობს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის ბრძა­ნე­ბა, რომ ყვე­ლა ნივთმტკი­ცე­ბა დრო­უ­ლად და შე­უ­ფერ­ხებ­ლად და­უბ­რუ­ნონ მფლო­ბე­ლებს". (წყარო)

სსს
27 სექტემბერი 2021 14:12
იგივე მდგომარეობაში ვართ, ვინ გვიბრუნებს საკუთარ ნივთებს!
კესო
27 სექტემბერი 2021 11:30
რა საშინელ ქვეყანაში ვცხოვრობთ!!! ყველა თანამდებობის პირი ერთმანეთის ნათესავია და ძმაკაცი!!!
სუფრაზე წყდება ორი ჭიქის დალევის შემდეგ ვინ რა პოზიციაზე დაინიშნოს,
ქვეყანა და ხალხი კიდე ყველას მაგარი ჰკიდია!!!
ჩემი მშობლები არ მინდა დავტოვო თორემ აქედან გავიქცეოდი ჩემს ოჯახთან ერთად უკანმოუხედავად.
ნეზიზღებასაქართველოს ნებისმიერი მთავრობის ნებისმიერი წევრი, უვარგისები
!!!!!
27 სექტემბერი 2021 08:02
მგონი ეს სამხარაული სერიოზული მისახედია. ხან რამდენიმე მილიონის ძვირფასეულობა გააქვთ და ერთი წლის მერე იგებენ, ხან ტელწფონებს ალომბარდებენ და რაც მართლა მათი საქმეა, იკიდებენ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები