სალომე ზურაბიშვილმა ტრიუმფალურ თაღთან საფრანგეთისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო - კვირის პალიტრა

სალომე ზურაბიშვილმა ტრიუმფალურ თაღთან საფრანგეთისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ტრიუმფალურ თაღთან საფრანგეთისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ტრიუნფალურ თაღთან ცეცხლის გაღვივების ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრები და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსანტები.