როგორი ამინდი იქნება საქართველოში 1-ელ ოქტომბრამდე
27-09-2021
როგორი ამინდი იქნება საქართველოში 1-ელ ოქტომბრამდე
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-ელ ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებში იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში 27-28 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება. 29-30 სექტემბერს კი მოიღრუბლება და დროგამოშვებით იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა +13, +18 გრადუსამდე დაიკლებს.

თბილისში 27-28 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. 29-30 სექტემბერს მოიღრუბლება და დროგამოშვებით იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა +16, +18 გრადუსამდე დაიკლებს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თვის კითხვადი სტატიები