"ქართული ცეკვა ჰომოსექსუალისთვის "მასკულინურია", ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება გამოუვიდეს" - კვირის პალიტრა

"ქართული ცეკვა ჰომოსექსუალისთვის "მასკულინურია", ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება გამოუვიდეს"

"მე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია ქართული ცეკვა როგორ შეიძლება (ჰომოსექსუალს) გამოუვიდეს. აი, რაღაცნაირად ძალიან მასკულინურია ეს ქართული ცეკვა. ამიტომ, ჩემი აზრით, მგონია, რომ რთული შესასრულებელი იქნება", - აღნიშნული განცხადება ქართული ეროვნული ბალეტის - "სუხიშვილების" ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა პირველი არხის გადაცემაში "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე" გააკეთა. ნინო სუხიშვილმა ფილმის რეჟისორთან თანამშრომლობაზე უარის თქმის მიზეზებზე ისაუბრა.

სუხიშვილის მტკიცებით, არ შეუმჩნევია, რომ ანსამბლის არსებობის 80-წლიან ისტორიაში დასში ლგბტ თემის წარმომადგენლები იყვნენ. მისი თქმით, "ეს ძალიან შესამჩნევია".

"არ ვიცი, მე რაც ჩემი პრაქტიკიდან მახსოვს, შეგნებული ასაკიდან, მე არ მახსოვს. თუმცა, იცი როგორ გითხრათ, მე ვთვლი, რომ ეს ყოველთვის საგრძნობი და შესამჩნევია, თუმცა არ შეგვიმჩნევია", - განაცხადა მან.

წამყვანის შეკითხვას, ხომ არ ფიქრობს, რომ მოცეკვავეებს ორიენტაციის დამალვა ხელმძღვანელობის შესაძლო ხისტი რეაქციის გამო შეიძლება უწევდეთ, ის პასუხობს, რომ საბჭოთა კავშირის დროს თემის წევრები სახელმწიფოს გამო იმალებოდნენ და ბოლო წლებში არ არიან ხელმძღვანელები, ვისაც ეს შეიძლება აწუხებდეს.

"არა მგონია მაგის გამო. ჯერ ჯერთი, ადრეულ წლებში შეიძლება საერთოდ იმიტომ მალავდნენ, რომ ხელმძღვანელობის კი არა, სახელმწიფოს მხრიდან იყო ეს... რამდენმა იზარალა, დიდმა ხელოვანმა საბჭოთა კავშირის პერიოდში მარტო იმიტომ, რომ... ძალიან ბევრმა, ძალიან ბევრს კარიერა დაენგრა. ამიტომ, აქ ხელმძღვანელობაზე არ არის ლაპარაკი, აქ ქვეყნის პოლიტიკაზე იყო უფრო ლაპარაკი. ახლა ბოლო წლებში კიდე არა მგონია, რომ რომელიმე ხელმძღვანელს ეს აწუხებდეს.

იცით რა, მე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია ქართული ცეკვა როგორ შეიძლება (ჰომოსექსუალს) გამოუვიდეს. იხილეთ სრულად