"გვერ­დზე მყავს მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც ზურგს მი­მაგ­რებს... მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა ჩემ­თვის მა­ინც ოჯა­ხია"
"გვერ­დზე მყავს მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც ზურგს მი­მაგ­რებს... მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა ჩემ­თვის მა­ინც ოჯა­ხია"
ერთხანს, პო­ლი­ტი­კი­დან დიპ­ლო­მა­ტი­ურ სამ­სა­ხურ­ში წას­ვლა მო­უ­წია და 4 წელი ყა­ზა­ხეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი იყო. არ მა­ლავს, რომ გა­უ­ჭირ­და სამ­შობ­ლოს­გან მო­შო­რე­ბით ყოფ­ნა, თუმ­ცა, რო­გორც ამ­ბობს, გა­მოწ­ვე­ვის დაძ­ლე­ვა და რთუ­ლი მი­სი­ის თა­ვის გარ­თმე­ვა ოჯა­ხის მხარ­ში დგო­მამ და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბამ და­აძ­ლე­ვი­ნა.

"მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, კი­დევ გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა სხვა ქვე­ყა­ნა­ში, მაგ­რამ ეს არ აღ­მოჩ­ნდა ჩემი ში­ნა­გა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბის ნა­წი­ლი. ჩემი ში­ნა­გა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ქვეყ­ნის შიგ­ნით სა­ქარ­თვე­ლოს სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნით", - ასე გან­მარ­ტავს მის დაბ­რუ­ნე­ბას პო­ლი­ტი­კა­ში. ისიც
კარ­გად იცის, რომ ამომ­რჩე­ვე­ლი პო­ლი­ტი­კოს­ში, პირ­ველ რიგ­ში, გულ­წრფე­ლო­ბას აფა­სებს. გვე­უბ­ნე­ბა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს მთაწ­მინ­დის რა­ი­ო­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი ზუ­რაბ აბა­ში­ძე და მის პო­ლი­ტი­კა­ში მობ­რუ­ნე­ბამ­დელ ცხოვ­რე­ბა­ზე გვი­ამ­ბობს.

ბავ­შვო­ბა და პირ­ვე­ლი სკო­ლა

1973 წელს და­ვი­ბა­დე თბი­ლის­ში. შე­მიყ­ვა­ნეს და და­ვამ­თავ­რე პირ­ვე­ლი სა­შუ­ა­ლო სკო­ლა (ახ­ლან­დე­ლი კლა­სი­კუ­რი გიმ­ნა­ზია). თავ­და­პირ­ვე­ლად,
ვო­რონ­ცო­ვი­დან დავ­დი­ო­დი სკო­ლა­ში, ბოლო წლებ­ში მთაწ­მინ­და­ზე გა­და­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად. ეს სკო­ლა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ოჯა­ხით­ვის ტრა­დი­ცი­უ­ლი იყო - მა­მა­მაც, შემ­დგომ­ში - მე და ჩემ­მა და­მაც იქ ვის­წავ­ლეთ, ბე­ბია კი ლო­გო­პე­დად მუ­შა­ობ­და პირ­ველ სკო­ლა­ში. იქ შე­ვი­ძი­ნე ბევ­რი მე­გო­ბა­რი, იყო დიდი ერ­თო­ბა... ნორ­მა­ლუ­რად ვსწავ­ლობ­დი, ზოგ სა­განს უკეთ, ზოგს - ნაკ­ლე­ბად... 90-ების­კენ შე­იც­ვა­ლა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა. ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის ეპი­ცენ­ტრში აღ­მოჩ­ნდა პირ­ვე­ლი სკო­ლა, ყვე­ლა­ფე­რი ჩვენს თვალ­წინ ხდე­ბო­და, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია იქ იწე­რე­ბო­და და ერ­თგვა­რად, მე­მა­ტი­ა­ნე­ე­ბი გა­მოვ­დი­ვართ. მთაწ­მინ­დე­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­და. დღე­საც, როცა ამ ქუ­ჩებ­ში დავ­დი­ვარ, ჩემი ბავ­შვო­ბა და ის წლე­ბი მახ­სენ­დე­ბა, მთაწ­მინ­და და ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა ერ­თმა­ნეთ­ზე იყო გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი. დღეს იქ უფრო მეტ ტუ­რისტს შეხ­ვდე­ბით, ვიდ­რე - თბი­ლი­სელს, სა­დღაც ეს კარ­გი­ცაა, მაგ­რამ ჩვენს პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს იც­ნობ­და.

პრო­ფე­სია - იუ­რის­ტი

პრო­ფე­სი­ი­სა და ჩემი მო­მავ­ლის გან­სა­ზღვრა­ში, ვფიქ­რობ, ოჯახ­მა შე­ას­რუ­ლა დიდი როლი. ჩემი დიდი ბა­ბუა ცნო­ბი­ლი იუ­რის­ტი გახ­ლდათ - კონ­სტან­ტი­ნე (კოკი) აბა­ში­ძე. მამა დღეს პენ­სი­ა­ზეა, მაგ­რამ ისიც იუ­რის­ტია, ოღონდ, პრაქ­ტი­კო­სი (იყო გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, პრო­კუ­რო­რი). მე ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ წავ­სულ­ვარ, არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და. როცა ჩა­ვა­ბა­რე, იმ წელს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ფა­კულ­ტე­ტი შე­იქ­მნა, რაც ძა­ლი­ან დიდი სი­ახ­ლე იყო. მეც ამ ფა­კულ­ტეტ­ზე შე­ვე­დი, სა­დაც ჩემ­თან ერ­თად ბევ­რი ცნო­ბი­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი სწავ­ლობ­და. მათ სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს რო­გორც პო­ლი­ტი­კი­დან, ისე იუ­რისპრუ­დენ­ცი­ი­დან, მათ შო­რის ბევ­რი ღირ­სე­უ­ლია. ზო­გი­ერ­თე­ბი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ბა­ნაკ­შიც არი­ან, თუმ­ცა ეს ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე გავ­ლე­ნას არ ახ­დენს, რას ვი­ზამთ, ასე­თია ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა. პო­ლა­რი­ზა­ცია თა­ვის­თა­ვად ხდე­ბა, თუმ­ცა ჩემი ში­ნა­გა­ნი გან­წყო­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში არ იც­ვლე­ბა, მათ მა­ინც სით­ბო­თი მო­ვიხ­სე­ნი­ებ.

სა­ი­დან ამ­ხე­ლა აგ­რე­სია და სი­ძულ­ვი­ლი...

პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი დღეს ისე მკვეთ­რად არის გა­მო­ხა­ტუ­ლი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ისე­თებს ვკი­თხუ­ლობ, სა­ი­დან ამ­ხე­ლა სი­ძულ­ვი­ლი, აგ­რე­სია, და­უნ­დობ­ლო­ბა?ოთხი წელი ჩა­მოვ­შორ­დი ქარ­თულ პო­ლი­ტი­კას, დიპ­ლო­მა­ტი­ა­ში ვი­ყა­ვი და ალ­ბათ ამი­ტომ მე­უ­ცხო­ვე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას ჩემი პო­ლი­ტი­კა და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი არ მოს­წონ­დეს, მაგ­რამ ეს არ აძ­ლევს ვინ­მეს იმის უფ­ლე­ბას, შე­უ­რა­ცხყო­ფა მო­მა­ყე­ნოს. დღეს ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა გახ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ ვე­თან­ხმე­ბი და არ მომ­წონს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", მისი ლი­დე­რი და მომ­ხრე-მიმ­დევ­რე­ბი, ცხოვ­რე­ბა­ში არ მი­კად­რია, ვინ­მეს­თვის შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­მე­ყე­ნე­ბი­ნოს, თან - სა­ჯა­როდ. ეს რა ფორ­მე­ბია, გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ და არ ვიცი, ამას რა ეშ­ვე­ლე­ბა...

რამ­დე­ნი­მე თვის წინ, კო­ვი­დინ­ფექ­ცია და­მე­მარ­თა ყა­ზა­ხეთ­ში და გა­ვი­და ნი­უ­სი, სა­დაც ამა­ზე წერ­დნენ. სა­ო­ცა­რი მი­ნა­წე­რე­ბი იყო, მაგ. "ეს კი­დევ ცო­ცხა­ლია?" "ამას რაღა უნდა" და მის­თა­ნე­ბი... ზო­გი­ერ­თებ­მა მლან­ძღეს და რის­თვის? პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი ასე გა­ი­მე­ტო? რო­მელ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე ვლა­პა­რა­კობთ? ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა გვი­მე­ო­რებს, რე­ვანშს არ ვა­პი­რებ­თო, არა და, რე­ვან­შია სწო­რედ ეს სი­ძულ­ვი­ლი. ესე­ნი მარ­თლა რომ მობ­რუნ­დნენ, მერე ხომ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რას იზა­მენ?

პო­ლი­ტი­კი­დან - დიპ­ლო­მა­ტი­ა­ში

უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბამ­დე 2 წელი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ვის­წავ­ლე. სურ­ვი­ლი მქონ­და, სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში და­მე­წყო მუ­შა­ო­ბა, ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. 1996 წელს მოვ­ხვდი პრე­ზი­დენტ შე­ვარ­დნა­ძის აპა­რატ­ში, მერე იყო ბევ­რი სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა, სა­ა­კაშ­ვი­ლის პე­რი­ოდ­შიც მო­მი­წია სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნა. 2008 წლის ომის შემ­დეგ, მე­გობ­რებ­მა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას­თან ერ­თად გა­დავ­წყვი­ტეთ, შეგ­ვექ­მნა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია. აქე­დან და­ი­წყო ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა. 2007 - წლი­დან 2009 - ის ჩათ­ვლით სა­ა­კაშ­ვილ­თან ვი­ყა­ვი და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი, ეს წლე­ბი მას­თან ბრძო­ლა­ში გა­ვა­ტა­რე, პირ­და­პი­რი გა­გე­ბით, სა­სიკ­ვდი­ლო­დაც გა­მი­მე­ტეს (2009 წელს, პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს­თან მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცი­ის დაშ­ლი­სას, ზუ­რაბ აბა­ში­ძემ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო, რის შემ­დე­გაც ხან­გრძლი­ვი მკურ­ნა­ლო­ბა დას­ჭირ­და - ნ.ფ.).

ამ სამ წელ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­სას­ტი­კე­ებს ჰქონ­და ად­გი­ლი, ეს ბრძო­ლა ძალ­ზე რთუ­ლი იყო. მად­ლო­ბა ღმერ­თს, 2012 წლის 1-ლ ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იც­ვა­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი მმარ­თვე­ლო­ბა, რისი მო­ნა­წი­ლე მეც ვი­ყა­ვი. სი­ა­მა­ყის, სი­ხა­რუ­ლი­სა და ასე­თი ერ­თი­ა­ნო­ბის გან­ცდა არას­დროს და­მუფ­ლე­ბია. მერე ოპო­ზი­ცი­ა­ში გას­ვლამ მოგ­ვი­წია, ვე­ცა­დეთ, და­მო­უ­კი­დებ­ლად გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ჩვე­ნი ძა­ლე­ბი, მხარ­და­ჭე­რა მოგ­ვე­პო­ვე­ბი­ნა, მაგ­რამ ასე არ მოხ­და და მერე უკვე შე­ვუ­დე­ქი დიპ­ლო­მა­ტი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას. ისევ ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­ში ჩავ­დე­ქი...

ახლა, მი­სი­ის ამო­წურ­ვას­თან ერ­თად, ისევ პო­ლი­ტი­კა­ში დავ­ბრუნ­დი და ჩემი მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ცია გახ­ლავთ კახა კა­ლა­ძის საქ­მი­ა­ნო­ბა და ის შე­დე­გე­ბი, რომ­ლე­ბიც 2017 წლი­დან იღებს სა­თა­ვეს. სამ­შობ­ლო­ში ჩა­მოს­ვლის ყო­ველ ჯერ­ზე ჩემი თვა­ლით ვხე­დავ­დი მის გა­კე­თე­ბულ საქ­მე­ებს და წარ­მა­ტე­ბას, რაც დიდ ენ­თუ­ზი­აზმს მი­ჩენ­და. ამ გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­მა გა­მი­ჩი­ნა ში­ნა­გა­ნი გან­წყო­ბა, კი­დევ ერთხელ დავ­ბრუნ­დე მათ­თან ერ­თად პო­ლი­ტი­კა­ში და ერ­თად ვიბ­რძო­ლოთ დე­და­ქა­ლა­ქის­თვის. ერთი პე­რი­ო­დი, საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რიც ვი­ყა­ვი, მაქვს მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, რაც ძალ­ზე სა­ა­მა­ყოდ მი­მაჩ­ნია. გაგრძელება

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები