სოციალურ ქსელში ბათუმში, კორპუსის ნგრევის ამსახველი კადრები ვრცელდება - კვირის პალიტრა

სოციალურ ქსელში ბათუმში, კორპუსის ნგრევის ამსახველი კადრები ვრცელდება

სოციალურ ქსელში ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ნგრევის კადრები ვრცელდება.

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ კორპუსიდან თავდაპირველად ბათქაშის ცვენა იწყება, რის შემდეგაც, სადარბაზო მთლიანად ინგრევა.

ამავე კადრებში ჩანს, რომ კორპუსთან საკმაოდ ახლოს, ერთი მამაკაცი იმყოფებოდა, რომელიც ნანგრევებში მოყოლას გადაურჩა.