ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი გადარჩენილი ადამიანი ამოიყვანეს - კვირის პალიტრა

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი გადარჩენილი ადამიანი ამოიყვანეს

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა კიდევ ერთი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს. ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი კლინიკაში გადაიყვანეს. ის ნანგრევებში თითქმის 9 საათი იმყოფებოდა.

ამოყვანის პროცესს ადგილზე შეკრებილი ადამიანები ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები კვლავ აგრძელებენ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს.

"ინტერპრესნიუსი"