"მძიმე წუთები უდგას საქართველოს. ყველა შეგვძრა ბათუმში მომხდარმა საზარელმა შემთხვევამ" - კახი კალაძე ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევაზე - კვირის პალიტრა

"მძიმე წუთები უდგას საქართველოს. ყველა შეგვძრა ბათუმში მომხდარმა საზარელმა შემთხვევამ" - კახი კალაძე ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევაზე

კახი კალაძე ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტს ეხმაურება:

"მძიმე წუთები უდგას საქართველოს. ყველა შეგვძრა ბათუმში მომხდარმა საზარელმა შემთხვევამ. ჩვენმა გმირმა მაშველებმა უკვე შეძლეს რამდენიმე ადამიანის გადარჩენა და სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ვლოცულობთ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად, რომელთა შორის ბავშვებიც არიან. ღმერთმა მშვიდობა მისცეს ჩვენს ქვეყანას!", - წერს კალაძე სოციალურ ქსელში.