კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ამ დროისთვის 5 გარდაცვლილი ამოიყვანეს, მათ შორის, 2 ბავშვია - კვირის პალიტრა

კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ამ დროისთვის 5 გარდაცვლილი ამოიყვანეს, მათ შორის, 2 ბავშვია

მაშველებმა ბათუმში ნანგრევებიდან კიდევ ერთი გარდაცვლილი ამოიყვანეს. გარდაცვლილი მცირეწლოვანია. ბოლო მონაცემებით, ნანგრევებიდან სულ 5 გარდაცვლილი ამოიყვანეს, ხოლო 2 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა.

ამ დროისთვის, ადგილზე სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი რჩება ნანგრევებში.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, გუშინ, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა.

იხილეთ ვიდეო