"მაშველებს ბავშვი ბიძასთან ჩახუტებული ამოუყვანიათ... უფროსი ბიჭი ბაღში ჰყავდათ და ამან გადაარჩინა" - ბათუმში ტრაგედიას ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"მაშველებს ბავშვი ბიძასთან ჩახუტებული ამოუყვანიათ... უფროსი ბიჭი ბაღში ჰყავდათ და ამან გადაარჩინა" - ბათუმში ტრაგედიას ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული 6 პირიდან 4 ერთი ოჯახის წევრია. გარდაცვილია 35 წლის ინგა მეკეიძე, მისი ორი არასრულწლოვანი შვილი და მაზლი. 35 წლის ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში წუხელ კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტს ღამის განმავლობაში გული 4 ჯერ გაუჩერდა დილით, დაახლოებით 10 საათისთვის, ინგა მეკეიძე კლინიკაში გარდაიცვალა.

ახალგარზრდა ქალის გარდაცვალებამდე მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს მისი 2 შვილი -1 და 9 წლის ბავშვები. ორივე არასრულწლოვანი გარდაცვლილი იყო. ბავშვებთან ერთად მაშველებმა ნანგრევებიდან გამოიყვანეს მათი ბიძაც, რომელიც ინგა მეკეიძის ახლობლის თქმით, უცხოეთიდან ახალი ჩამოსული იყო და ძმის ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა. გაგრძელება

იხილეთ ასევე: "ჩემთვის უცნობო აჭარელი ძმაო, ღმერთმა იცის, როგორ ვგრძნობ, რა ტკივილს გრძნობ" - რას წერს გელა დაიაური