"ჩემთვის უცნობო აჭარელი ძმაო, ღმერთმა იცის, როგორ ვგრძნობ, რა ტკივილს გრძნობ" - რას წერს გელა დაიაური - კვირის პალიტრა

"ჩემთვის უცნობო აჭარელი ძმაო, ღმერთმა იცის, როგორ ვგრძნობ, რა ტკივილს გრძნობ" - რას წერს გელა დაიაური

მუსიკოსი გელა დაიაური, რომელმაც წლების წინ ხევსურეთში მომხდარი ავარიის შედეგად მეუღლე და შვილები დაკარგა, ბათუმის ტრაგედიას ეხმაურება და უსამძიმრებს მამაკაცს, რომელმაც ოჯახის 4 წევრი დაკარგა.

პოსტს დაიაური სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

"ჩემთვის უცნობო აჭარელი ძმაო, ღმერთმა იცის, როგორ ვგრძნობ, რა ტკივილს გრძნობ, რა სიცარიელეა შენს სულში... როგორი ცივი გახდა სამყარო შენთვის!!!! დიდი განსაცდელი მოგივლინა ღმერთმა. .. რამდენი პასუხგაუცემელი კითხვა იტრიალებს შენს გონებაში. მთელი ცხოვრება მოგიღწევს ამ ტკივილის ტარება და მასთან ერთად ცხოვრება. ძალიან მეცოდები და მტკივა შენი ტკივილი. სულით და გულით გითანაგრძნობ და ვუთანაგრძნობ ყველა გარდაცვლილის ახლობლებს და სრულიად საქართველოს!!! არ მინდოდა, ისედაც მძიმე ფონის დამძიმება, მომიტევე. უბრალოდ, თავი ვალდებულად ჩავთვალე, მცირედით მაინც გამეემხნევებინე ჩემი თანაგრძნობით!!!" - წერს დაიაური.

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად გარდაიცვალა 6 ადამიანი, ნანგრევებიდან ამოყვანილი 1 ადამიანი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი, ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ადგილზე საძიებო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის უცნობია კიდევ რამდენი ადამიანი იმყოფება ნანგრევების ქვეშ.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე შსს-მ 3 პირი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა დააკავა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად გარდაიცვალა 6 ადამიანი, ნანგრევებიდან ამოყვანილი 1 ადამიანი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი, ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ადგილზე საძიებო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის უცნობია კიდევ რამდენი ადამიანი იმყოფება ნანგრევების ქვეშ.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე შსს-მ 3 პირი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა დააკავა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი შენობის ერთი სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა.

იხილეთ ასევე: "მაშველებს ბავშვი ბიძასთან ჩახუტებული ამოუყვანიათ... უფროსი ბიჭი ბაღში ჰყავდათ და ამან გადაარჩინა" - ბათუმში ტრაგედიას ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა