ბათუმში, ჩამონგრეული სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორია მოქალაქეებს სამართალდამცავებმა დაატოვებინეს - კვირის პალიტრა

ბათუმში, ჩამონგრეული სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორია მოქალაქეებს სამართალდამცავებმა დაატოვებინეს

ბათუმში, 26 მაისისა და მემედ აბაშიძის ქუჩაზე ჩამონგრეული სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორია მოქალაქეებს სამართალდამცავებმა დაატოვებინეს.

მოქალაქეების ინფორმაციით, არსებობს ვარაუდი, რომ ჩამონგრეული სადარბაზოს გვერდით შესაძლოა, მეორე სადარბაზოც ჩამოინგრეს. მათი თქმით, კედლებზე ბზარებია და მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნა საფრთხის შემცველია.

არსებობს თუ არა ნგრევის საფრთხე ოფიციალურ უწყებებში განმარტებას ჯერჯერობით არ აკეთებენ.

ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე გუშინ მომხდარი ტრაგედიის შედეგად 8 პირი გარდაიცვალა, აქედან 4 ერთი ოჯახის წევრია. რაც შეეხება 36 წლის მამაკაცს, რომელიც მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან გუშინ ამოიყვანეს, ის კლინიკაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბათუმში, კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთი ბინის მესაკუთრის მითითებით სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია. დაკავებულია ბინის მეპატრონე და ორი მუშა.

"ინტერპრესნიუსი"