"დღეს იპო­ვეს, თა­ვის ორ ძმიშ­ვილ­თან ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი ნან­გრე­ვებ­ში" - რას წერენ გარდაცვლილ ახალგაზრდაზე? - კვირის პალიტრა

"დღეს იპო­ვეს, თა­ვის ორ ძმიშ­ვილ­თან ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი ნან­გრე­ვებ­ში" - რას წერენ გარდაცვლილ ახალგაზრდაზე?

ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო გარდაცვლილი მაშველებმა ნანგრევებიდან ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს. საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე შსს-მ 3 პირი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე დააკავა.

გარდაცვლილებს შორის 4 ერთი ოჯახის წევრია. ესენი არიან 35 წლის ინგა მეკეიძე, მისი ორი მცირეწლოვანი შვილი და გარდაცვლილი ქალის მაზლი, ახალგაზრდა მამაკაცი ნუგზარ დავლაძე.

როგორც ცნობილია, ნუგზარ დავლაძე მაშველებმა ნანგრევებიდან ბავშვებთან ერთად გამოიყვანეს. ახლობლის თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი უცხოეთიდან ახალი ჩამოსული იყო და ძმის ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა.

სამეცნიერო ჟურნალისტი ზაზა დობორჯგინიძე გარდაცვლილის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ის საკმაოდ წარმატებული გეოგრაფი იყო.

"რამდენჯერაც ნუგზარს შევხვდებოდი ყოველთვის გრძელ საუბარს ვაბამდით. უიშვიათესად ნიჭიერი გეოგრაფი იყო, ზეადამიანური მეხსიერებით. ყველანაირი თარიღი, რიცხვი და მონაცემი ზეპირად იცოდა, გეოგრაფიის ენციკლოპედიასავით იყო.

როცა ვნახულობდი სულ ფილოსოფიაზე, ევოლუციაზე, პოლიტიკაზე ვლაპარაკობდით. ძალიან ვუყვარდი, სულ მეუბნებოდა შენი იმედი მაქვს, რომ ბევრს მიაღწევო. დღეს იპოვეს, თავის ორ ძმიშვილთან ჩახუტებული ნანგრევებში" - წერს დობორჯგინიძე.