ბათუმში, მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს - კვირის პალიტრა

ბათუმში, მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს

ბათუმში, ტრაგედიის ადგილზე, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის სასულიერო პირები მივიდნენ. სასულიერო პირებმა მიცვალებულთა სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადეს. მათ სამძიმარი გამოუცხადეს საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ნგრევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს.

ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ნგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი კლინიკაშია მოთავსებული.